ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 13

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციის რეიტინგი ნულთან ახლოსაა

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციის რეიტინგი ნულთან ახლოსაა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მიხეილ სააკაშვილის პერსონიდან გამომდინარე, ოპოზიცია დაღუპულ მდგომარეობაშია. ისინი მთლიანად აგენტურულ ოპოზიციას წარმოადგენენ, რადგან გაშიფრული არიან და თავიდან ბოლომდე გარედან იმართებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მიხეილ სააკაშვილის პერსონიდან გამომდინარე, ოპოზიცია დაღუპულ მდგომარეობაშია. ისინი მთლიანად აგენტურულ ოპოზიციას წარმოადგენენ, რადგან გაშიფრული არიან და თავიდან ბოლომდე გარედან იმართებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავ…

მიხეილ სააკაშვილის პერსონიდან გამომდინარე, ოპოზიცია დაღუპულ მდგომარეობაშია. ისინი მთლიანად აგენტურულ ოპოზიციას წარმოადგენენ, რადგან გაშიფრული არიან და თავიდან ბოლომდე გარედან იმართებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, ოპოზიციამ ხალხის მიერ მიცემული მანდატები დახია, რაც მათი ამომრჩევლის შეურაცხყოფა იყო. მისივე განმარტებით, ოპოზიცია აგრძელებდა ქვეყნის საბოტაჟს და ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში საქართველოს დასანქცირებას იხვეწებოდა.

„ფაქტობრივად, ისინი გამარგინალებული, განულებული არიან. მათი არაერთი განცხადება პირდაპირი აღიარებაა, რომ თავიდან ბოლომდე გარედან იმართებიან. ისინი უცხოეთში სიარულით იღებენ დავალებებს. რაიმე საკითხზე განცხადება როცა აქვთ გასაკეთებელი, ჯერ ელჩთან მიდიან და ეკითხებიან, რა დავალება წამოვიდა იმ ელჩის ქვეყნიდან და ამის მიხედვით ავრცელებენ თავიანთ მესიჯბოქსს საზოგადოებაში. სწორედ ამან გამოიწვია, რომ მათი რეიტინგი ნულთან ძალიან ახლოსაა. მათივე ამომრჩეველი დარწმუნდა, რომ ისინი ქვეყნის გარედან იმართებიან“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს