ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 15

ნიკოლოზ სამხარაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს და უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს და უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს, გარეთ უორდს და უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს, დმიტრო ბერეჟნოის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო დეკემბერში,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს, გარეთ უორდს და უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს, დმიტრო ბერეჟნოის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო დეკემბერში,…

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დიდი ბრიტანეთის ელჩს, გარეთ უორდს და უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს, დმიტრო ბერეჟნოის შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო დეკემბერში, ლონდონში დაგეგმილ „ყირიმის პლატფორმის“ საპარლამენტო განზომილების შეხვედრას, რომელშიც უკრაინის რადას თავმჯდომარისა და დიდი ბრიტანეთის თემთა და ლორდთა პალატების სპიკერების მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზეც ისაუბრეს. ასევე, განიხილეს „ყირიმის პლატფორმის“ სხდომების მსვლელობისას, ლონდონში ორმხრივი შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა.

შეხვედრაზე უკრაინელმა დიპლომატმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს აღმოსავლეთ უკრაინაში ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ამასთან, უკრაინის წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ფორუმებზე უკრაინის მხარდაჭერისა და გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და მზადყოფნა გამოთქვა ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების განსავითარებლად.

დიდი ბრიტანეთის ელჩთან ასევე განიხილეს ტანზანიაში საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის ასამბლეის დროს ქართული საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერთან და შემდგომი ურთიერთობების დღის წესრიგი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს