ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 11

ზურაბ ქადაგიძე: არ შეიძლება დეკრეტული შვებულების შემოსავალი ადამიანს დაუყადაღდეს, შესაბამისად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოვალეს დაეკისრება ფულადი ვალდებულების შესრულება, ეს თანხა (2 000 ლარის ოდენობით) არ დაექვემდებარება დაყადაღებას

ზურაბ ქადაგიძე: არ შეიძლება დეკრეტული შვებულების შემოსავალი ადამიანს დაუყადაღდეს, შესაბამისად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოვალეს დაეკისრება ფულადი ვალდებულების შესრულება, ეს თანხა (2 000 ლარის ოდენობით) არ დაექვემდებარება დაყადაღებას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე, სადაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის საკითხი მეორე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე, სადაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის საკითხი მეორე…

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე, სადაც „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის საკითხი მეორე მოსმენით განიხილებოდა, კანონპროექტში კონკრეტული მუხლის დაზუსტების ინიციატივით გამოვიდა.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, კანონში გარკვევით გაიწეროს, რომ ახალშობილის შვილად აყვანის დახმარება არცერთ შემთხვევაში არ გაუქმდება.

„ნამდვილად მნიშვნელოვანი ინიციატივაა და, რა თქმა უნდა, ერთხმად ვუჭერთ მხარს, მაგრამ, ჩემი აზრით, გამორჩენილია ერთი დეტალი და კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებთ. იქნებ კანონში დაფიქსირდეს, რომ ახალშობილის აყვანისთვის განკუთვნილი სახელმწიფო დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს - შვილი არ უნდა იყოს პასუხისმგებელი, თუ მშობელს აქვს ფინანსური ვალდებულება“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

დეპუტატის კითხვაზე საპასუხოდ, კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, განაცხადა, რომ იზიარებს მის შენიშვნას და ეს საკითხი გათვალისწინებული იქნება.

„პრინციპის დონეზე ჩვენ ვადგენთ, რომ დეკრეტული შვებულება არ შეიძლება ჩაითვალოს შემოსავლად და შესაბამისად, არ შეიძლება, დეკრეტული შვებულების შემოსავალი ადამიანს დაუყადაღდეს, შესაბამისად, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოვალეს დაეკისრება ფულადი ვალდებულების შესრულება, აღნიშნული ვალდებულების დასაფარად აღსასრულებლად არ მიექცევა მისთვის დეკრეტული შვებულების სახით სახელმწიფოს მიერ მიცემული თანხა 2000 ლარის ოდენობით.. ლოგიკურია, რომ ეს პრინციპი უნდა გავრცელდეს ასევე იმ მშობელზე, ვინც ახალშობილს იყვანს შვილად“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს