ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 17

საფრანგეთის სენატმა დემოკრატიულ ცხოვრებაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონპროექტი მიიღო, რომელიც ონლაინ სივრცეში განზრახ და მასობრივად გავრცელებული ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წინააღმდეგ სასამართლოს ჩარევის შესაძლებლობას ითვალისწინებს

საფრანგეთის სენატმა დემოკრატიულ ცხოვრებაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონპროექტი მიიღო, რომელიც ონლაინ სივრცეში განზრახ და მასობრივად გავრცელებული ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წინააღმდეგ სასამართლოს ჩარევის შესაძლებლობას ითვალისწინებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საფრანგეთის სენატმა ხმათა უმრავლესობით დემოკრატიულ ცხოვრებაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონპროექტი მიიღო. ინფორმაციას საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანო ავრცელებს . კანონპროექტს მხარი 340-მა დეპუტატმა და…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საფრანგეთის სენატმა ხმათა უმრავლესობით დემოკრატიულ ცხოვრებაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონპროექტი მიიღო. ინფორმაციას საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანო ავრცელებს . კანონპროექტს მხარი 340-მა დეპუტატმა და…

საფრანგეთის სენატმა ხმათა უმრავლესობით დემოკრატიულ ცხოვრებაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონპროექტი მიიღო. ინფორმაციას საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანო ავრცელებს.

კანონპროექტს მხარი 340-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ახალი ინიციატივა ონლაინ სივრცეში განზრახ და მასობრივად გავრცელებული ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წინააღმდეგ სასამართლოს ჩარევის შესაძლებლობას ითვალისწინებს. დოკუმენტი ასევე მოიცავს საარჩევნო პერიოდში დეზინფორმაციის გავრცელების შეზღუდვის მექანიზმებს და საარჩევნო პროცესზე ზემოქმედებასთან დაკავშირებული ზოგიერთი დანაშაულისთვის სასჯელის გამკაცრებას.

კანონპროექტი საფრანგეთის სენატში 2026 წლის 22 ივლისს შევიდა.

კანონპროექტის თანახმად, სასამართლოს შეეძლება შესაბამისი ზომების მიღება იმ შემთხვევებში, როდესაც ინტერნეტით განზრახ, მასობრივად და ხელოვნური ან ავტომატიზებული მეთოდებით გავრცელებული აშკარად მცდარი ან შეცდომაში შემყვანი ცნობები საფრანგეთის დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოებას, თავდაცვისა და დიპლომატიის შესაძლებლობებს ან სახელმწიფო ინსტიტუტების ნორმალურ ფუნქციონირებას სერიოზულ და უშუალო საფრთხეს უქმნის.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ცვლილებას საარჩევნო კოდექსის იმ მუხლში, რომელიც ამომრჩეველთა შეცდომაში შეყვანასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას ეხება. კერძოდ, შესაბამისი დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის ერთი წლიდან სამ წლამდე, ხოლო ჯარიმის ოდენობის 15 000 ევროდან 45 000 ევრომდე გაზრდაა გათვალისწინებული.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს