ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 5

არჩილ გორდულაძე: ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება კანონის უზენაესობის და თავისუფალი მართლმსაჯულების შელახვისა და ზეწოლის მცდელობაა. მოვუწოდებ, მიხედონ თავიანთ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს და თავი დაანებონ დამოუკიდებელი საქართველოს, დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ზეწოლის მოხდენის მცდელობებს

არჩილ გორდულაძე: ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება კანონის უზენაესობის და თავისუფალი მართლმსაჯულების შელახვისა და ზეწოლის მცდელობაა. მოვუწოდებ, მიხედონ თავიანთ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს და თავი დაანებონ დამოუკიდებელი საქართველოს, დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ზეწოლის მოხდენის მცდელობებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკომისიის განცხადება სხვა არაფერია თუ არა მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მცდელობა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადების შესახებ. გორდულაძე მოუწოდებს, მიხ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკომისიის განცხადება სხვა არაფერია თუ არა მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მცდელობა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადების შესახებ. გორდულაძე მოუწოდებს, მიხ…

ევროკომისიის განცხადება სხვა არაფერია თუ არა მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მცდელობა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადების შესახებ.

გორდულაძე მოუწოდებს, მიხედონ თავიანთ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს, ამავე ქვეყნებში გამოხატვის თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას და თავი დაანებონ დამოუკიდებელი საქართველოს, დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ზეწოლის მოხდენის მცდელობებსა და მათ კორექტირების მცდელობას.

„ევროკავშირი შექმნილია რამდენიმე პრინციპზე და ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპი ზუსტადაც კანონის უზენაესობაა. მეორე მხრივ, სხვა ქვეყნის პატივისცემა და სუვერენიტეტის არჩევა. ევროკომისიისგანცხადება სხვა არაფერია თუ არა მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მცდელობა, რომელიც არახალია. სხვადასხვა ქვეყნის ე.წ. ელჩს არაერთხელ უცდია მართლმსაჯულებაზე ზეწოლა განეხორციელებინა მათ შორის, ბათუმშიც, ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობისას პირდაპირ ესწრებოდნენ სხდომებს, თან თარჯიმნის გარეშე, რა თქმა უნდა, არც არაფერს იგებდნენ, ეს იყო მცდელობა, რომ როგორმე მოსამართლეს სხვა გადაწყვეტილება მიეღო. ახლა, პრესსპიკერის განცხადება ზუსტად იგივეა, ჩაერიონ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ყველაზე უარესი- ევროკავშირის ფუძემდებლური პრინციპის კანონის უზენაესობის და თავისუფალი მართლმსაჯულების შელახვისა და ზეწოლის მცდელობაა, ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მიხედონ თავიანთ საქმეს, თავიანთ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის, ამავე ქვეყნებში გამოხატვის თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას და თავი დაანებონ დამოუკიდებელისაქართველოს, დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ზეწოლის მოხდენის მცდელობებსა და მათ კორექტირების მცდელობას“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, ევროკომისიის პრესსპიკერი, კრისტიანვიგანდიოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სასამართლოში დაგეგმილ განხილვებზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ „ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მთავარი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს“.

მისი თქმით, მართლმსაჯულების სისტემის შესაძლო ინსტრუმენტალიზაციის შესახებ პროცესი შეშფოთებას იწვევს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს