ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

თენგიზ შარმანაშვილი: არაკონსტიტუციური ორგანიზაცია საქართველოში არ უნდა ფუნქციონირებდეს, ეს პოლიტიკურად მიზანშეწონილია თუ არა

თენგიზ შარმანაშვილი: არაკონსტიტუციური ორგანიზაცია საქართველოში არ უნდა ფუნქციონირებდეს, ეს პოლიტიკურად მიზანშეწონილია თუ არა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ძალიან მოხარული ვიქნები თუ ისინი სამართლებრივად გაგვიწევენ ოპონირებას, მაგრამ ეჭვი მეპარება,- განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე, რითაც…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ძალიან მოხარული ვიქნები თუ ისინი სამართლებრივად გაგვიწევენ ოპონირებას, მაგრამ ეჭვი მეპარება,- განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე, რითაც…

ძალიან მოხარული ვიქნები თუ ისინი სამართლებრივად გაგვიწევენ ოპონირებას, მაგრამ ეჭვი მეპარება,- განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე, რითაც უპასუხა კითხვას, შეძლებს თუ არა ოპოზიცია დღეს თავდაცვას.

მან ასევე, ისაუბრა იმაზე, თუ როგორია სასამართლო პროცესების მოლოდინი და რა უნდა შეცვალოს პოლიტიკურ ველზე ამ პროცესმა, თუ მმართველი გუნდის მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

"ისინი ალბათ შეეცდებიან სანახაობრივი შოუ მოაწყონ იმიტომ, რომ სამართლებრივი არგუმენტები მათ თითქმის არ აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ, იმდენად მყარი მტკიცებულებები გაგვაჩნია ჩვენ. ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი და ამისთვის ვემზადებით. რა თქმა უნდა, გათვალისწინებული გვაქვს, რომ ჩვენი ოპონენტები შეიძლება ასე არ მოიქცნენ, მაგრამ აქ ჩვენ უძლურები ვართ. ასეთ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და ალბათ მიუთითებს, რომ დაბრუნდნენ სამართლებრივ სივრცეში. ჩვენ, იმთავითვე აღვნიშნეთ, რომ მიზანშეწონილობა ამ ეტაპზე არაფერ შუაშია. შუაშია ის, არის თუ არა ესა თუ ის ორგანიზაცია არაკონსტიტუციური და კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედებებს ჩადიოდა და ჩადის თუ არა ამჟამად. ამიტომ, ახლა ჩვენ დავიწყოთ იმაზე ფიქრი, რომ მართალია არაკონსტიტუციურია, მართალია კონსტიტუციას არღვევენ, მაგრამ მოდი მიზანშეწონილი არ არის და ხომ არ აგვეღო ამ საკითხზე ხელი, თვითონ მიდგომა არ არის სწორი იმიტომ, რომ არაკონსტიტუციური ორგანიზაცია საქართველოში არ უნდა ფუნქციონირებდეს. ეს პოლიტიკურად მიზანშეწონილია თუ არა“,- განაცხადა შარმანაშვილმა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს