ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 10

გურამ მაჭარაშვილი: ახლა საფრანგეთი იღებს კანონს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის არჩევნებში, არავინ უნდა ჩაერიოს და რატომ იყო ეს მიუღებელი საქართველოში, როდესაც უცხოური გავლენების შესახებ გამჭვირვალობის კანონს ვიღებდით?

გურამ მაჭარაშვილი: ახლა საფრანგეთი იღებს კანონს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის არჩევნებში, არავინ უნდა ჩაერიოს და რატომ იყო ეს მიუღებელი საქართველოში, როდესაც უცხოური გავლენების შესახებ გამჭვირვალობის კანონს ვიღებდით?
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი უცხო ქვეყნების ჩარევის შესახებ საფრანგეთის სენატში გამართულ განხილვებს მედიასთან საუბრისას შეეხო. დეპუტატისთვის გაუგებარია ისორმაგი სტანდარტი, რომლითაც საფრანგეთი ხე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი უცხო ქვეყნების ჩარევის შესახებ საფრანგეთის სენატში გამართულ განხილვებს მედიასთან საუბრისას შეეხო. დეპუტატისთვის გაუგებარია ისორმაგი სტანდარტი, რომლითაც საფრანგეთი ხე…

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი უცხო ქვეყნების ჩარევის შესახებ საფრანგეთის სენატში გამართულ განხილვებს მედიასთან საუბრისას შეეხო. დეპუტატისთვის გაუგებარია ისორმაგი სტანდარტი, რომლითაც საფრანგეთი ხელმძღვანელობს. კერძოდ, საუბარია უცხოური გავლენების შესახებ კანონზე, რომელიც მისაღებია საფრანგეთისთვის, ხოლო ევრო ბიუროკრატებისათვის საქართველოში იგივე შინაარსის კანონი ანტიდემოკრატიულად მიიჩნევა.

გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა იმაზეც, თუ რატომ აკრიტიკებდნენ ევროპაში საქართველოში მიღებულ გამჭვირვალობის კანონს და განაცხადა, რომ ამის უკან დგას „დიფსთეითი“, რომლის სურვილია საქართველოს ხელისუფლების კონტროლი და ქვეყნისსუვერენიტეტის შეზღუდვა.

„აბსოლუტურად სწორი და გასაგებია, როდესაც საფრანგეთის ხელისუფლება იღებს კანონს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, მათ შორის არჩევნებში, არავინ უნდა ჩაერიოს და ასევე, ემხრობა იმას, რომ არ უნდა გავრცელდეს ცრუ ინფორმაცია და ა.შ. მაგრამ, რატომ იყო ეს მიუღებელი საქართველოში, როდესაც უცხოური გავლენების შესახებ გამჭვირვალობის კანონს ვიღებდით? მაშინუცხოეთიდან არაერთი უსამართლო განცხადება გაკეთდა, მათ შორის საფრანგეთის მხრიდან.

ანუ, ფრანგ ხალხს სჭირდება სიმართლე და სამართლიანობა და ქართველ ხალხს არა? უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონზე, რომელსაც ჩვენ ვიღებდით, კრიტიკა იმიტომ იყო, რომ საფრანგეთის ხელისუფლება, რომელიც არიას „დიფსთეითის“ და ევრო ბიუროკრატიის წარმომადგენელი, ფიქრობს, რომ საქართველოში თავად უნდა აკონტროლოს ხელისუფლება და პოლიტიკურიპროცესები - საქართველოს სუვერენიტეტი არ სჭირდება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს