ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

მოსამართლე რევაზ ნადარაია: პლენუმმა ადგილზე თათბირით იმსჯელა მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაბარების თაობაზე პენიტენციური სამსახურიდან. ერთხმად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს

მოსამართლე რევაზ ნადარაია: პლენუმმა ადგილზე თათბირით იმსჯელა მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაბარების თაობაზე პენიტენციური სამსახურიდან. ერთხმად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პატიმრობაში მყოფს მიხეილ სააკაშვილსა და ლევან ხაბეიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში არ დაიბარებენ, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ რევაზ ნადარაიამ საკონსტიტუციო სხდომაზე განაცხადა, სადაც ხუთი პარტიის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პატიმრობაში მყოფს მიხეილ სააკაშვილსა და ლევან ხაბეიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში არ დაიბარებენ, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ რევაზ ნადარაიამ საკონსტიტუციო სხდომაზე განაცხადა, სადაც ხუთი პარტიის…

პატიმრობაში მყოფს მიხეილ სააკაშვილსა და ლევან ხაბეიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში არ დაიბარებენ, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ რევაზ ნადარაიამ საკონსტიტუციო სხდომაზე განაცხადა, სადაც ხუთი პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს განიხილავენ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ, როდესაც დააყენა სასამართლოზე მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაბარების საკითხი, ვერ დაასაბუთა, რითი დაეხმარებიან ისინი მხარეს პოზიციის დასაბუთებაში.

„პლენუმმა ადგილზე თათბირით იმსჯელა მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაბარების თაობაზე პენიტენციური სამსახურიდან. ერთხმად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან შუამდგომლობის დამყენებელმა მხარემ ვერ დაასაბუთა, კონკრეტულად რა გარემოებებს დაადასტურებენ მოწმეები მათი სასამართლოში წარმოდგენის შემთხვევაში. ის, რომ მათ უბრალოდ შემხებლობა აქვთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ვერ გახდება [დაბარების] საფუძველი. მიუხედავად ჩაკითხვისა, ვერ მივიღე კონკრეტული პასუხი, რა გარემოებებს დაადასტურებს, რაც მხარეს დაეხმარება მისი პოზიციის დადასტურებაში. შუამდგომლობა არის დაუსაბუთებელი და სასამართლოს მიერ ადგილზე მიღებული განჩინება აისახება სასამართლო სხდომის ოქმში“, - აღნიშნა მოსამართლემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს