ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 10

გიორგი კახიანი ანა წითლიძეს: ძალიან დიდი ტყუილია თქვენი რეპლიკა - არ მინდა გავიხსენო და ვისაუბრო იმაზე, რამხელა წნეხის და ზეწოლის ქვეშ იყო ჩემი ოჯახი თქვენი ხელისუფლების პირობებში

გიორგი კახიანი ანა წითლიძეს: ძალიან დიდი ტყუილია თქვენი რეპლიკა - არ მინდა გავიხსენო და ვისაუბრო იმაზე, რამხელა წნეხის და ზეწოლის ქვეშ იყო ჩემი ოჯახი თქვენი ხელისუფლების პირობებში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ძალიან დიდი ტყუილია თქვენი რეპლიკა - არ მინდა გავიხსენო და ვისაუბრო იმაზე, რამხელა წნეხის და ზეწოლის ქვეშ იყო ჩემი ოჯახი თქვენი ხელისუფლების პირობებში, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ძალიან დიდი ტყუილია თქვენი რეპლიკა - არ მინდა გავიხსენო და ვისაუბრო იმაზე, რამხელა წნეხის და ზეწოლის ქვეშ იყო ჩემი ოჯახი თქვენი ხელისუფლების პირობებში, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი…

ძალიან დიდი ტყუილია თქვენი რეპლიკა - არ მინდა გავიხსენო და ვისაუბრო იმაზე, რამხელა წნეხის და ზეწოლის ქვეშ იყო ჩემი ოჯახი თქვენი ხელისუფლების პირობებში, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ანა წითლიძის განცხადებას, რომელშიც მან მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმის სახით დაბარების შუამდგომლობის დაყენებისას ინტერესი გამოთქვა, თუ რა კითხვას დაუსვამდა მიხეილ სააკაშვილს გიორგი კახიანი, რომელიც „დავით საყვარელიძის საარჩევნო შტაბს წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს”.

„პირველ რიგში, ქალბატონ ანას რეპლიკას მინდა გამოვეხმაურო - ძალიან დიდი ტყუილია თქვენი რეპლიკა. არ მინდა გავიხსენო და ვისაუბრო იმაზე, რამხელა წნეხის და ზეწოლის ქვეშ იყო ჩემი ოჯახი თქვენი ხელისუფლების პირობებში.

რაც შეეხება ამ შუამდგომლობას ბატონი მიხეილის და ბატონი ლევან ხაბეიშვილის მოწმის სტატუსით დაბარებასთან დაკავშირებით. “ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს ხუთი წარმომადგენელი და ეს სავსებით საკმარისია, რომ მათ თავიანთი პოზიცია წარმოადგინონ. ვერც ერთი ერთი ან მეორე პირისაგან ვერანაირ ახალ გარემოებას ვერ მოვისმენთ, მათი აქ წარმოდგენის შემთხვევაში. ხუთი წარმომადგენელი ჰყავს “ნაციონალურ მოძრაობას” და მიხეილ სააკაშვილსა და ლევან ხაბეიშვილს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად თავისი წარმომადგენლებიც ჰყოლოდათ. მათი მოწმედ დაბარების ვერანაირ საჭიროებს ვერ ვხედავ”, - განაცხადა კახიანმა.

ხუთი პოლიტიკური პარტიისა და გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა მიმდინარეობს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს