ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 14

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა ევროპული სექციის გენერალური დირექტორ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა ევროპული სექციის გენერალური დირექტორ…

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა ევროპული სექციის გენერალური დირექტორის მოადგილესა და ევროპული პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორ ჰანა მოტლოვასთან, ასევე, აღმოსავლეთ ევროპის დეპარტამენტის დირექტორ პეტრ კროუჟეკთან.

შეხვედრის მთავარი თემა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, გამოწვევები და სამომავლო გეგმები იყო.

ლევან მახაშვილმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს საქართველოს პოზიცია გააცნო ევროკავშირთან მიმართებაში არსებულ პოლიტიკურ გამოწვევებთან დაკავშირებით და ურთიერთობის შემდგომი განვითარების ხედვაზე. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობაზე. მასპინძელ მხარეს დეტალური ინფორმაცია მიეწოდა საქართველოს პარლამენტის მიერ ამ მხრივ განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა არსებული პოლიტიკური გამოწვევების აღმოსაფხვრელად ევროკავშირთან კონსტრუქციული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის აუცილებლობას.

ჩეხეთის მხარის ინტერესის შესაბამისად, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენის მიზეზები, მიმდინარეობა და მოლოდინები. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს პარლამენტის მიერ ზოგიერთი საკანონმდებლო ცვლილების მიღების მიზეზებსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, პარლამენტის ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე და პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლიკა შარტავა.

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს