ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 15

გიორგი კახიანი: მათი მხრიდან [ოპოზიციის] საგამოძიებო კომისიის შექმნის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, ეს არის იმ რიტორიკის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ვხედავდით 2024 წლის არჩევნების შემდგომ. ისინი ცდილობდნენ კონსტიტუციური ორგანოების საქმიანობის პარალიზებას

გიორგი კახიანი: მათი მხრიდან [ოპოზიციის] საგამოძიებო კომისიის შექმნის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, ეს არის იმ რიტორიკის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ვხედავდით 2024 წლის არჩევნების შემდგომ. ისინი ცდილობდნენ კონსტიტუციური ორგანოების საქმიანობის პარალიზებას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საგამოძიებო კომისია შეიქმნა კონსტიტუციის მოთხოვნათა დაცვით, რეგლამენტის მოთხოვნათა სრული დაცვით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საგამოძიებო კომისია შეიქმნა კონსტიტუციის მოთხოვნათა დაცვით, რეგლამენტის მოთხოვნათა სრული დაცვით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა…

საგამოძიებო კომისია შეიქმნა კონსტიტუციის მოთხოვნათა დაცვით, რეგლამენტის მოთხოვნათა სრული დაცვით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ქართული ოცნების“ პოზიციის წარდგენისას.

კერძოდ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა დასაშვებად არ იყოს ცნობილი.

გიორგი კახიანის თქმით, შუამდგომლობა არ არის დასაბუთებული.

„საგამოძიებო კომისია შეიქმნა კონსტიტუციის მოთხოვნათა დაცვით, რეგლამენტის მოთხოვნათა სრული დაცვით. მათი მხრიდან [ოპოზიციის] საგამოძიებო კომისიის შექმნის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, ეს არის იმ რიტორიკის გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ვხედავდით 2024 წლის არჩევნების შემდგომ. რაში გამოიხატებოდა ეს რიტორიკა - ისინი ცდილობდნენ კონსტიტუციური ორგანოების საქმიანობის პარალიზებას. შეგახსენებთ, მაგალითად საუბრობდნენ იმაზე, რომ თურმე პრეზიდენტი თუ არ მოიწვევს პარლამენტს, ე.ი. პარლამენტს არ შეუძლია შეიკრიბოს.

შუამდგომლობა, რა თქმა უნდა, არ არის დასაბუთებული. ამ კომისიის შექმნის კონსტიტუციურობას როგორ აყენებენ იცით? - რომ რადგან ჩვენ არ შემოვედით პარლამენტში, ე.ი. თქვენ არ შეგეძლოთ კომისია შეგექმნათ. ამას ამბობდნენ მაშინაც, როდესაც ამბობდნენ, რომ პარლამენტი ვერ შეიკრიბება, ჩვენ თუ ვერ შემოვალთ, პარლამენტი ვერ შეიკრიბება, პრეზიდენტი თუ ვერ მოიწვევსო. ამ რიტორიკის გაგრძელებაა“, - აღნიშნა მან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს