ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 13

ირაკლი ნადარეიშვილი: ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ენერგეტიკის სექტორში მხარდაჭერის სქემების და ინსტრუმენტების მნიშვნელოვან გადახედვაზე იმისათვის, რომ ვუპასუხოთ ბიზნესის იმ საჭიროებებს, რომლებიც დღეს დგას

ირაკლი ნადარეიშვილი: ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ენერგეტიკის სექტორში მხარდაჭერის სქემების და ინსტრუმენტების მნიშვნელოვან გადახედვაზე იმისათვის, რომ ვუპასუხოთ ბიზნესის იმ საჭიროებებს, რომლებიც დღეს დგას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ენერგეტიკის სექტორში მხარდაჭერის სქემების და ინსტრუმენტების მნიშვნელოვან გადახედვაზე იმისათვის, რომ ვუპასუხოთ ბიზნესის იმ საჭიროებებს, რომლებიც დღეს დგას, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ენერგეტიკის სექტორში მხარდაჭერის სქემების და ინსტრუმენტების მნიშვნელოვან გადახედვაზე იმისათვის, რომ ვუპასუხოთ ბიზნესის იმ საჭიროებებს, რომლებიც დღეს დგას, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკ…

ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ენერგეტიკის სექტორში მხარდაჭერის სქემების და ინსტრუმენტების მნიშვნელოვან გადახედვაზე იმისათვის, რომ ვუპასუხოთ ბიზნესის იმ საჭიროებებს, რომლებიც დღეს დგას, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციაზე (GEDC) საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა გადაცემაში "იმედიLIVE" განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი მიმართულებებიდან საკვანძო ადგილი ენერგეტიკის სექტორს უკავია.

„როდესაც ვსაუბრობთ ახალ სექტორებზე, გამოვყოფდი ენერგეტიკას. როდესაც ჩვენი ამოცანა არის ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება იმ ტემპით, როგორი ტემპითაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იზრდებოდა, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, ენერგეტიკის იმ სიმძლავრეების უზრუნველყოფა, რაც ეკონომიკურ ზრდას სჭირდება, არის ნომერ პირველი პრიორიტეტი“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მთელი რიგი ინსტრუმენტები და სიახლეები, მათ შორის მიკროსესხები, რომელიც ცოტა ხნის წინ გაეშვა და ძალიან მაღალი პოპულარობით და ეფექტურობით გამოირჩევა, კიდევ უფრო გაფართოვდება. მისივე თქმით, კორპორაციისთვის მცირე ბიზნესის ხელშეწყობა კვლავ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს