ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

გიორგი კახიანი: კონსტიტუციურ პროცესზე რაიმე კრიტიკული განცხადებების გაკეთება არასწორია, საჯაროობაც არის გარანტია, რომ პროცესი იქნება მიუკერძოებელი

გიორგი კახიანი: კონსტიტუციურ პროცესზე რაიმე კრიტიკული განცხადებების გაკეთება არასწორია, საჯაროობაც არის გარანტია, რომ პროცესი იქნება მიუკერძოებელი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კონსტიტუციურ პროცესზე რაიმე კრიტიკული განცხადებების გაკეთება არასწორია. საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი საჯაროა, საზოგადოება ხედავს, როგორ მიმდინარეობს საქმის განხილვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კონსტიტუციურ პროცესზე რაიმე კრიტიკული განცხადებების გაკეთება არასწორია. საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი საჯაროა, საზოგადოება ხედავს, როგორ მიმდინარეობს საქმის განხილვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა,…

კონსტიტუციურ პროცესზე რაიმე კრიტიკული განცხადებების გაკეთება არასწორია. საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი საჯაროა, საზოგადოება ხედავს, როგორ მიმდინარეობს საქმის განხილვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა განაცხადა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომლის თანახმადაც, „ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, უკან გაიხმოს სარჩელი“.

კახიანის თქმით, საჯაროობაც არის გარანტია, რომ პროცესი იქნება მიუკერძოებელი.

„ეს არის ჩვეულებრივი კონსტიტუციური პროცესი. საქართველოსთვის ასეთი განხილვა არ ყოფილა, პოლიტიკური პარტიის კონსტიტუციურობის საკითხზე როცა ვსაუბრობთ, თუმცა არაერთ ქვეყანაში არსებობს ასეთი პრაქტიკა. არსებობს სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა და შესაბამისი გადაწყვეტილებები. კონსტიტუციურ პროცესზე რაიმე კრიტიკული განცხადებების გაკეთება, ბუნებრივია, არასწორია. პროცესი საჯაროა, საზოგადოება ხედავს, როგორ მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა. შესაბამისად, საჯაროობაც არის იმის გარანტია, რომ პროცესი იქნება მიუკერძოებელი. ამიტომ, იმაზე, რასაც ითვალისწინებს კონსტიტუცია, რაც კონსტიტუციით არის დადგენილი, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით არანაირი კითხვები არ უნდა გაჩნდეს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. სარჩელის განხილვა დღეს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა დღეს, 12:00 საათზე განახლდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს