ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 3

მოსამართლე რევაზ ნადარაია ნიკა გვარამიას: აქ არ იქნება დაუსრულებელი, უსაგნო საუბარი - ჩამოაყალიბეთ მოთხოვნა, რა გნებავთ. მეუბნებით, ხალხი უნდა დავკითხოთ, მაგრამ არ ვიცი, ვინ არიანო

მოსამართლე რევაზ ნადარაია ნიკა გვარამიას: აქ არ იქნება დაუსრულებელი, უსაგნო საუბარი - ჩამოაყალიბეთ მოთხოვნა, რა გნებავთ. მეუბნებით, ხალხი უნდა დავკითხოთ, მაგრამ არ ვიცი, ვინ არიანო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აქ არ იქნება დაუსრულებელი, უსაგნო საუბარი - ჩამოაყალიბეთ მოთხოვნა, რა გნებავთ. მეუბნებით, ხალხი უნდა დავკითხოთ, მაგრამ არ ვიცი, ვინ არიანო, - ასე მიმართა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აქ არ იქნება დაუსრულებელი, უსაგნო საუბარი - ჩამოაყალიბეთ მოთხოვნა, რა გნებავთ. მეუბნებით, ხალხი უნდა დავკითხოთ, მაგრამ არ ვიცი, ვინ არიანო, - ასე მიმართა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურ…

აქ არ იქნება დაუსრულებელი, უსაგნო საუბარი - ჩამოაყალიბეთ მოთხოვნა, რა გნებავთ. მეუბნებით, ხალხი უნდა დავკითხოთ, მაგრამ არ ვიცი, ვინ არიანო, - ასე მიმართა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ნიკა გვარამიას მის შუამდგომლობასთან დაკავშირებით.

მოსამართლემ გვარამიას იმ თანამდებობის პირების ნუსხის წარდგენა მოსთხოვა, რომელთა დაკითხვასაც ითხოვენ.

„თუ თქვენ კონკრეტული მოწმეების ჩამონათვალი გექნებოდათ... გავიგეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ინკვიზიციური განხილვის უფლება აქვს და შეუძლია მტკიცებულებების გამოთხოვა, რასაც ის ჩათვლის საჭიროდ. ჩვენ რას დავადგენთ, ეგ ჩვენი გადასაწყვეტია. თქვენ შუამდგომლობთ და თქვენ უნდა მითხრათ მე და სასამართლოს, დაასახელოთ კონკრეტული პირები: მსურს ამა და ამ პიროვნების დაკითხვა, ამიტომ და ამიტომ.

ჯერ ჩამოაყალიბეთ მოთხოვნა, რა გნებავთ. აქ არ იქნება დაუსრულებელი, უსაგნო საუბარი. თქვენ მეუბნებით, რომ უნდა დავკითხოთ ხალხიო, არ ვიცი, ვინ არიან, მაგრამ ვიცი მათი თანამდებობებიო. ბატონო ნიკა, თქვენ ახლა წელავთ დროს. წარმოადგინეთ ნუსხა, რომელი თანამდებობის პირების დაკითხვა გნებავთ“, — განაცხადა მოსამართლემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს