ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

ნიკა გვარამიამ დააყენა შუამდგომლობა მოწმეების დაკითხვაზე, თუმცა აღნიშნა, რომ მათი ვინაობა არ იცის და გასარკვევია

ნიკა გვარამიამ დააყენა შუამდგომლობა მოწმეების დაკითხვაზე, თუმცა აღნიშნა, რომ მათი ვინაობა არ იცის და გასარკვევია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მოსარჩელესთან ერთად თქვენ უნდა გაარკვიოთ დასაკითხი მოწმეების სახელები, გვარები, თანამშრომლები და ასე შემდეგ. როგორ ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში და როგორ ხდება საერთო სასამართლოებში, არის განსხვავებული, - განაცხადა ხუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მოსარჩელესთან ერთად თქვენ უნდა გაარკვიოთ დასაკითხი მოწმეების სახელები, გვარები, თანამშრომლები და ასე შემდეგ. როგორ ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში და როგორ ხდება საერთო სასამართლოებში, არის განსხვავებული, - განაცხადა ხუ…

მოსარჩელესთან ერთად თქვენ უნდა გაარკვიოთ დასაკითხი მოწმეების სახელები, გვარები, თანამშრომლები და ასე შემდეგ. როგორ ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში და როგორ ხდება საერთო სასამართლოებში, არის განსხვავებული, - განაცხადა ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, ერთ-ერთი მხარის წარმომადგენელმა, ნიკა გვარამიამ.

გვარამია სხდომაზე მტკიცებულებების გამოთხოვას და მოწმეების დაბარებას ითხოვდა, თუმცა კონკრეტულად ვერ დაასახელა, რომელი მოწმეების დაბარებაა სასამართლო სხდომაზე საჭირო. აღნიშნა, რომ ეს პირები დასადგენია. მოსამართლემ მას მიმართა, ჩამოეთვალა გამოსაკითხი მოწმეები.

„მოწმეები დასადგენია, ჩვენ სახელი და გვარებით არ ვიცით. ეს არის თანამშრომლები, მათ შორის კომისიის, იუსტიციის სამინისტროსი.

ჩვენ როგორ უნდა ვიცოდეთ?! უკაცრავად. მართლა საკონსტიტუციო სასამართლოში ვართ! ინკვიზიციური სასამართლოა, თქვენ უნდა გაარკვიოთ მოსარჩელესთან ერთად სახელები, გვარები, თანამშრომლები და ასე შემდეგ. ამიტომ გეუბნებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში როგორ ხდება და როგორ ხდება საერთო სასამართლოებში, არის განსხვავებული“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

იგი არ დაეთანხმა პროცესზე გამოთქმულ აზრს, რომ მის მოთხოვნაში ბუნდოვანებაა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს