თენგიზ შარმანაშვილი: ნიკა გვარამიას შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან აშკარად დროის გაწელვას ემსახურება

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF
- იმ ფორმით, რა ფორმითაც ითხოვს ნიკა გვარამია ითხოვს შუამდგომლობის დაყენებას, ეს არის დროის გაჭიანურება. ჩვენ ჩვენი მტკიცებულებები გვაქვს წარმოდგენილი, ვერავინ ასწავლის მოსარჩელეს რა ფორმით და როგორ წარმოადგინოს, ეს არის მ…
- მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.
იმ ფორმით, რა ფორმითაც ითხოვს ნიკა გვარამია ითხოვს შუამდგომლობის დაყენებას, ეს არის დროის გაჭიანურება. ჩვენ ჩვენი მტკიცებულებები გვაქვს წარმოდგენილი, ვერავინ ასწავლის მოსარჩელეს რა ფორმით და როგორ წარმოადგინოს, ეს არის მ…
იმ ფორმით, რა ფორმითაც ითხოვს ნიკა გვარამია ითხოვს შუამდგომლობის დაყენებას, ეს არის დროის გაჭიანურება. ჩვენ ჩვენი მტკიცებულებები გვაქვს წარმოდგენილი, ვერავინ ასწავლის მოსარჩელეს რა ფორმით და როგორ წარმოადგინოს, ეს არის მისი ექსკლუზიური უფლებამოსილება, - განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ეს შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან აშკარად დროის გაწელვას ემსახურება
„სასამართლო ამ ყველაფერს შეისწავლის. ჩვენ გვჯერა, რომ უდიდეს ნაწილს ალბათ ჩათვლის რელევანტურად და დასაბუთებულად, ნაწილზე შეიძლება თქვას, რომ არ არის დასაბუთებული და ამიტომ მე ჩემს შეფასებასა და საბოლოო გადაწყვეტილებაში ამას გამოვიყენებ და ვიტყვი, რომ ეს მტკიცებულება არ არის“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.