ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 14

„ლელოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ მოითხოვა ვენეციის კომისიის ექსპერტების საკონსტიტუციო სასამართლოზე დასწრება ისე, რომ მათთან ამაზე საუბარიც კი არ ჰქონია. სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

„ლელოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ მოითხოვა ვენეციის კომისიის ექსპერტების საკონსტიტუციო სასამართლოზე დასწრება ისე, რომ მათთან ამაზე საუბარიც კი არ ჰქონია. სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ლელოს“ წევრის შუამდგომლობა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე ვენეციის კომისიის ექსპერტების დასწრებას ეხებოდა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა. „ლელოს“ წევრმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ სასურველია სხდომებს ვ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ლელოს“ წევრის შუამდგომლობა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე ვენეციის კომისიის ექსპერტების დასწრებას ეხებოდა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა. „ლელოს“ წევრმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ სასურველია სხდომებს ვ…

„ლელოს“ წევრის შუამდგომლობა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე ვენეციის კომისიის ექსპერტების დასწრებას ეხებოდა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

„ლელოს“ წევრმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ სასურველია სხდომებს ვენეციის კომისიის 3 ექსპერტი დაესწროს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ექსპერტების შეხედულება აღნიშნულ სხდომებთან დაკავშირებით.

მოსამართლე დაინტერესდა, აქვს თუ არა ვენეციის კომისიის ექსპერტებისგან თანხმობა შუამდგომლობის ავტორს, რომ დაკმაყოფილების შემთხვევაში ჩამოვლენ და მიიღებენ მონაწილეობას, რაზეც „ლელოს“ წევრმა განაცხადა, რომ მას ამასთან დაკავშირებით საუბარი ვენეციის კომისიის ექსპერტებთან არ ჰქონია.

როგორც მოსამართლეებმა განმარტეს, ისინი ვერ ხედავენ სხდომებზე ვენეციის კომისიის ექსპერტების ჩართვის საჭიროებას.

„ამ ექსპერტების იურისტებად მოწვევის შუამდგომლობა ძალიან დაუსაბუთებელია სასამართლოსთვის. კონკრეტულად ამ საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით, რაში დაეხმარებოდა სასამართლოს, რა მეტ სიცხადეს შესძენდა საქმის განხილვას და რაში დაეხმარებოდა უშუალოდ მხარეს, გაუგებარი იყო და სასამართლომ ეს ვერ მოისმინა. ევროპელი კარგი იურისტების მოსმენა კარგია, მაგრამ ეს შეიძლება სხვაგან მოვისმინოთ. ამ საქმის განხილვისთვის თუ რა იქნებოდა და რით დაგვეხმარებოდა, ეს არის დაუსაბუთებელი. აქედან გამომდინარე ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდება“, - განაცხადა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით კი, ის ნორმები, რომლებზეც ხსენებულმა ექსპერტებმა მოამზადეს ვენეციის კომისიის დასკვნა, არ არის კავშირში მიმდინარე პროცესთან - საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებასთან.

საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სასამართლო განხილვები გრძელდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს