ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 13

მოსამართლე რევაზ ნადარაია: ევროპელი იურისტების მოსმენა კარგია, მაგრამ ამ საქმეში რით დაგვეხმარებოდა, დაუსაბუთებელია - პარტიების აკრძალვის სტანდარტები უკვე დადგენილია

მოსამართლე რევაზ ნადარაია: ევროპელი იურისტების მოსმენა კარგია, მაგრამ ამ საქმეში რით დაგვეხმარებოდა, დაუსაბუთებელია - პარტიების აკრძალვის სტანდარტები უკვე დადგენილია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა "ლელოს" შუამდგომლობები, ვენეციის კომისიის სამი ექსპერტის ჩართვასთან და საკონსულტაციო დასკვნისთვის სარჩელის სტრასბურგში გაგზავნასთან დაკავშირებით. მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა "ლელოს" შუამდგომლობები, ვენეციის კომისიის სამი ექსპერტის ჩართვასთან და საკონსულტაციო დასკვნისთვის სარჩელის სტრასბურგში გაგზავნასთან დაკავშირებით. მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარ…

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა "ლელოს" შუამდგომლობები, ვენეციის კომისიის სამი ექსპერტის ჩართვასთან და საკონსულტაციო დასკვნისთვის სარჩელის სტრასბურგში გაგზავნასთან დაკავშირებით.

მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარემ, გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა. მისი განცხადებით, შუამდგომლობა დაუსაბუთებელია.

მოპასუხე მხარის მოტივი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ უნდობლობაა, კრიტერიუმები კი რომლითაც სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს უკვე დადგენილია.

რაც შეეხება მოთხოვნას ვენეციის კომისიის ექსპერტებთან დაკავშირებით, მოსამართლე დაინტერესდა, აქვს თუ არა ექსპერტებისგან თანხმობა შუამდგომლობის ავტორს, რაზეც "ლელოს" წევრმა განაცხადა, რომ მას ამ თემაზე ექსპერტებთან საუბარი არ ჰქონია. მოსამართლეების განმარტებით, ისინი ვერ ხედავენ სხდომებზე ვენეციის კომისიის ექსპერტების ჩართვის საჭიროებას.

"საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ადგილზე თათბირით ადგენს, რომ შუამდგომლობა ვენეციის კომისიის სამი ექსპერტის მოწვევის, დისტანციურად ჩართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო.

არსებობს ძალიან ბევრი საერთაშორისო დოკუმენტი, მათ შორის ვენეციის კომისიის მიერ დადგენილი პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებული საერთო სტანდარტები და ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის პრაქტიკა, ბევრი დოკუმენტი, რომლითაც დადგენილია სტანდარტები ჩვენს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება იმ დავისაგან, რაც ჩვენს მიერ არის დღეს განსახილველი.

ამავდროულად, ამ იურისტების ექსპერტებად მოწვევის შუამდგომლობა ძალიან დაუსაბუთებელი იყო სასამართლოსათვის, კონკრეტულად ამ სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით, რაში დაეხმარებოდა სასამართლოს და რა სიცხადეს და რაში დაეხმარებოდა უშუალოდ მხარეს და მათ შორის სასამართლოსაც, გაუგებარი იყო და სასამართლომ ეს ვერ მოისმინა. ზოგადად, ევროპელი კარგი იურისტების მოსმენა კარგია, მაგრამ ეს შეიძლება სხვაგან მოვისმინოთ, მაგრამ ამ საქმის განხილვისთვის თუ რა იქნებოდა და რით დაგვეხმარებოდა ამ საქმის განხილვაში, ეს არის დაუსაბუთებელი, აქედან გამომდინარე, ეს შუამდგომლობა არ კმაყოფილდება", - განაცხადა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს