ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 15

ნინო წილოსანი: ის, რასაც ბოლო დღეებში ვისმენთ უცხოელი ოფიციალური პირებისგან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, არაფერია სხვა, თუ არა ზეწოლა სასამართლოზე

ნინო წილოსანი: ის, რასაც ბოლო დღეებში ვისმენთ უცხოელი ოფიციალური პირებისგან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, არაფერია სხვა, თუ არა ზეწოლა სასამართლოზე
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ის, რასაც ბოლო დღეებში ვისმენთ უცხოელი ოფიციალური პირებისგან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, არაფერია სხვა, თუ არა ზეწოლა სასამართლოზე, - წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ის, რასაც ბოლო დღეებში ვისმენთ უცხოელი ოფიციალური პირებისგან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, არაფერია სხვა, თუ არა ზეწოლა სასამართლოზე, - წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ…

ის, რასაც ბოლო დღეებში ვისმენთ უცხოელი ოფიციალური პირებისგან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, არაფერია სხვა, თუ არა ზეწოლა სასამართლოზე, - წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ამ განცხადებების პარალელურად კი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვამ კარგად დაანახა ყველას, რა განსხვავებაა პოლიტიკურ ხმაურსა და სამართლებრივ არგუმენტაციას შორის.

„ის, რასაც ბოლო დღეებში ვისმენთ უცხოელი ოფიციალური პირებისგან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, არაფერია სხვა, თუ არა ზეწოლა სასამართლოზე.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, გუდრუნ კუგლერმა, საქართველოში პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტა მოითხოვა;

ევროკომისიის პრესსპიკერმა, კრისტიან ვიგანდმა, მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით ევროკავშირის შეშფოთება გამოხატა;

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, კათრინ დეშაუერმა, პოლიტიკური პარტიების შესაძლო აკრძალვა საგანგაშოდ შეაფასა და განაცხადა, რომ ეს პროცესი საქართველოს ევროკავშირს აშორებს;

ევროკავშირმა და პარტნიორმა ქვეყნებმა საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობაზე დაწესებული საკანონმდებლო შეზღუდვების გაუქმებისკენ მოუწოდეს.

და ეს მაშინ, როცა თავად ევროკავშირის ქვეყნებში არაერთი პარტიაა აკრძალული , ხოლო მთელი ევროპული ფასეულობების ქვაკუთხედი კანონის უზენაესობაა.

ახლა აღმოჩნდა, რომ კანონის უზენაესობა მათთვის პირობითი ცნებაა და თუკი უცხოელ პატრონებს თავიანთი მოკავშირე რადიკალების გადარჩენა სურთ, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაზე თავდასხმაც მისაღები ხდება...

ამ განცხადებების პარალელურად კი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვამ კარგად დაანახა ყველას, რა განსხვავებაა პოლიტიკურ ხმაურსა და სამართლებრივ არგუმენტაციას შორის.

- არანაირი გამართული სამართლებრივი პოზიცია , სრულიად აცდენილი და ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიკური გზავნილები;

- არც ერთიანი სტრატეგია და არც ელემენტარული თანმიმდევრულობა- მთელი ეს პროცესი მათ მიერ გამართულ საპროტესტო აქციებს უფრო ჰგავდა, ვიდრე სასამართლო განხილვას;

- დეკანოიძისა და წითლიძის პოლიტიკური თოქშოუ კი ისეთივე იაფფასიანი იყო, როგორც მათი ტვ პირველის ეთერები.

აქ პოლიტიკური ლოზუნგები ვერ ჩაანაცვლებს მტკიცებულებებს და მათდა სამწუხაროდ, ვერც ემოციური გამოსვლები იქნება სარჩელში დასმულ სამართლებრივ საკითხებზე პასუხი.

საბოლოო სიტყვა ეკუთვნის კონსტიტუციაზე დაყრდნობით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და არავითარ შემთხვევაში უცხოელ პოლიტიკოსებს თუ პოლიტიკურ მასხარებს“, - წერს წილოსანი.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს