ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 10

საკონსტიტუციო სასამართლომ, პარტიების აკრძალვის სარჩელზე სასამართლო განხილვის ერთი თვით გადადების შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ, პარტიების აკრძალვის სარჩელზე სასამართლო განხილვის ერთი თვით გადადების შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიების აკრძალვის სარჩელზე სასამართლო განხილვის გადადებასთან დაკავშირებული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. როგორც გადაწყვეტილების გამოცხადებისას საკონსტიტუციო სასამართლ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიების აკრძალვის სარჩელზე სასამართლო განხილვის გადადებასთან დაკავშირებული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. როგორც გადაწყვეტილების გამოცხადებისას საკონსტიტუციო სასამართლ…

საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიების აკრძალვის სარჩელზე სასამართლო განხილვის გადადებასთან დაკავშირებული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

როგორც გადაწყვეტილების გამოცხადებისას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ რევაზ ნადარაიამ აღნიშნა, განჩინება საბოლოოა.

„საქართველოს სახელით არ დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის, „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა, არსებითი განხილვის სხდომის გადადების თაობაზე. განჩინება საბოლოოა“ ,- აღნიშნა ნადარაიამ.

მანამდე, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვასთან დაკავშირებული სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენა. როგორც პარტიის წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ შუამდგომლობის დასაბუთებისას აღნიშნა, მათ შემთხვევაში დაცული არ არის შესაგებლის მომზადებისთვის რეგლამენტით გათვალისწინებული ვადა, რაც არღვევს პროცედურული სამართლიანობის წესს.

ბერდია სიჭინავას თქმით, სხდომა ერთი თვის ვადით უნდა გადაიდოს, ათვლა კი 13 ოქტომბრიდან დაიწყოს. შუამდგომლობას, პროცესში მონაწილე სამივე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო-ძლიერი საქართველო“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ დაეთანხმა.

მოსარჩელე მხარე შუამდგომლობას არ დაეთანხმა. როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომელიც სხდომაზე „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, არც რეგლამენტში, არც ორგანულ კანონში და არც კონსტიტუციაში არ წერია, რომ შესაგებლის წარუდგენლობა აფერხებს საკონსტიტუციო სარჩელის, ან წარდგინების განხილვას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს