ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 14

მაკა ბოჭორიშვილი: თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე რეალობას, რეგიონში არსებულ კონფლიქტებს, საქართველოს როლი კიდევ უფრო გაზრდილია. ეს ცხადად ჩანს ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის

მაკა ბოჭორიშვილი: თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე რეალობას, რეგიონში არსებულ კონფლიქტებს, საქართველოს როლი კიდევ უფრო გაზრდილია. ეს ცხადად ჩანს ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე რეალობას, რაც რეგიონში გვაქვს, იმ კონფლიქტებს, რომელიც გარშემო არსებობს, რა თქმა უნდა, საქართველოს როლი კიდევ უფრო გაზრდილია. ეს ცხადად ჩანს ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, - განაცხადა საქ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე რეალობას, რაც რეგიონში გვაქვს, იმ კონფლიქტებს, რომელიც გარშემო არსებობს, რა თქმა უნდა, საქართველოს როლი კიდევ უფრო გაზრდილია. ეს ცხადად ჩანს ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, - განაცხადა საქ…

თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე რეალობას, რაც რეგიონში გვაქვს, იმ კონფლიქტებს, რომელიც გარშემო არსებობს, რა თქმა უნდა, საქართველოს როლი კიდევ უფრო გაზრდილია. ეს ცხადად ჩანს ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ცენტრალური აზიისთვის საქართველოს მნიშვნელობა ბევრი მიმართულებით, ბევრ კონტექსტში განისაზღვრება.

„პირველი, რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ დაკავშირებადობაზე, პრაქტიკულ კავშირებზე, როგორც ევროპულ, ისე გლობალურ ბაზრებთან წვდომაზე და დღევანდელმა შეხვედრამაც აჩვენა, რომ ცენტრალური აზიისთვის საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, რათა მათ ჰქონდეთ წვდომა საერთაშორისო ბაზრებზე. თუ გავითვალისწინებთ თანამედროვე რეალობას, რაც გვაქვს რეგიონში, იმ კონფლიქტებს, რომელიც ჩვენს გარშემო არსებობს, რა თქმა უნდა, საქართველოს როლი კიდევ უფრო გაზრდილია. ეს ცხადად ჩანს ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის.

ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა სექტორსა და მიმართულებაზე, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის, რათა პრაქტიკული თანამშრომლობა გავაძლიეროთ. ტრანსპორტი და ლოგისტიკა არის ის მიმართულება, რაც ყველას საერთო ინტერესშია. კავშირების გაღრმავება მოითხოვს ინსტიტუტებს შორის რეგულარულ თანამშრომლობას, ამიტომ პოლიტიკური დიალოგი მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს