ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 12

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის მოადგილესთან ორმხრივი ურთიერთობები განიხილა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის მოადგილესთან ორმხრივი ურთიერთობები განიხილა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის მოადგილეს, ირჟი ბარტაკს შეხვდა. შეხვედრის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის მოადგილეს, ირჟი ბარტაკს შეხვდა. შეხვედრის…

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის ხელმძღვანელობით, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის მოადგილეს, ირჟი ბარტაკს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველო-ჩეხეთის ორმხრივი ურთიერთობები, საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და ურთიერთობების განვითარების შემდგომი ნაბიჯები.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ისტორიულ და მეგობრულ კავშირებზე. მხარეებმა განიხილეს საპარლამენტო დიპლომატიის, ტურიზმის, ეკონომიკის, განათლების, ხალხთაშორისი ურთიერთობების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებით თანამშრომლობა. აღნიშნეს სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი ინიციატივების ხელშეწყობის საჭიროება.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ირჟი ბარტაკს მადლობა გადაუხადა საქართველოსთან მიმართებით კონსტრუქციული პოლიტიკისთვის. დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საპარლამენტო დიპლომატიის როლს, პირდაპირი კომუნიკაციის შენარჩუნებასა და საერთო ინტერესების საკითხებზე დიალოგის გაგრძელებას.

ირჟი ბარტაკმა დიალოგისა და ურთიერთობის გაღრმავების შესახებ მზადყოფნა გამოთქვა.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი, სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ სანიკიძე, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლიკა შარტავა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს