ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 15

საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით მუშაობას ორშაბათს განაახლებს

საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით მუშაობას ორშაბათს განაახლებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით მუშაობას ორშაბათს განაახლებს. სასამართლო სათათბიროდ რამდენიმე წუთის წინ გავიდა. სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლის ბერდია სიჭინავას რა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით მუშაობას ორშაბათს განაახლებს. სასამართლო სათათბიროდ რამდენიმე წუთის წინ გავიდა. სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლის ბერდია სიჭინავას რა…

საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით მუშაობას ორშაბათს განაახლებს. სასამართლო სათათბიროდ რამდენიმე წუთის წინ გავიდა.

სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლის ბერდია სიჭინავას რამდენიმე შუამდგომლობასთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს, რომელსაც მოსარჩელე მხარე - „ქართული ოცნება“ არ ეთანხმება.

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას, კონკრეტული ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების მოწმის სახით გამოკითხვის შუამდგომლობა დააყენა.

როგორც პარტიის წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ პროცესზე აღნიშნა, კონკრეტული პირები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე განსაკუთრებით ჩორჩანასა და 20 ივნისის საქმეებთან დაკავშირებით უნდა გამოიკითხონ, რადგან მოსარჩელე მხარეს თავის სარჩელში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის საფუძველთა შორის ეს საქმეები აქვს დასახელებული.

მანამდე, ერთ-ერთი, არსებითი სხდომის გადადების შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ბერდია სიჭინავას თქმით, სხდომა ერთი თვის ვადით უნდა გადადებულიყო, ათვლა კი 13 ოქტომბრიდან უნდა დაწყებულიყო. შუამდგომლობას, პროცესში მონაწილე სამივე პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო-ძლიერი საქართველო“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ დაეთანხმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს