ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 5

ირაკლი ჭეიშვილი: ოპოზიციამ 500 ადამიანის მობილიზებაც ვერ შეძლო, თავს იმართლებენ, თითქოს ხალხის მასა არ იყო აუცილებელი, არადა, მათი მიზანი იყო, „ქართული ოცნებისთვის“ ძალა ეჩვენებინათ

ირაკლი ჭეიშვილი: ოპოზიციამ 500 ადამიანის მობილიზებაც ვერ შეძლო, თავს იმართლებენ, თითქოს ხალხის მასა არ იყო აუცილებელი, არადა, მათი მიზანი იყო, „ქართული ოცნებისთვის“ ძალა ეჩვენებინათ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მთელი ოპოზიციური სპექტრი გუშინდელ აქციას ერთი თვის განმავლობაში აორგანიზებდა და 500 ადამიანის მობილიზებაც კი ვერ შეძლეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თავს იმართ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მთელი ოპოზიციური სპექტრი გუშინდელ აქციას ერთი თვის განმავლობაში აორგანიზებდა და 500 ადამიანის მობილიზებაც კი ვერ შეძლეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თავს იმართ…

მთელი ოპოზიციური სპექტრი გუშინდელ აქციას ერთი თვის განმავლობაში აორგანიზებდა და 500 ადამიანის მობილიზებაც კი ვერ შეძლეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თავს იმართლებენ, თითქოს ხალხის მასა არ იყო აუცილებელი.

„არადა, საპირისპიროს ვხედავდით, მათი მიზანი იყო, ბევრი ყოფილიყვნენ და „ქართული ოცნებისთვის“ ძალა ეჩვენებინათ. ეს არის სახედაკარგული და ურეიტინგო ოპოზიციის მონაპოვარი. რასაც თესავენ, რა პოლიტიკასაც ატარებენ, იმის შედეგია, რაც ვნახეთ. ქართული ოპოზიცია, რადიკალები პოლიტიკური ველიდან წასული არიან, პულსიც არ ესინჯებათ, ხავსს არიან მოჭიდებულები. ხალხნო, მთელი საზოგადოების მობილიზებას აკეთებდნენ და ვინ გამოიყვანეს, ინახეთ? მათ რეიტინგი არ აქვთ, ხალხი პატივს არ სცემს და აქციაზე პარტიული აქტივი ჰყავდათ გამოყვანილი. რაც შეეხება სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“, არა მხოლოდ გაერთიანებული ოპოზიციის პრობლემა არიან, არამედ ქვეყნის და ჩვენი პოლიტიკური სპექტრის. ვიდრე ეს ადამიანები გაერთიანებული ოპოზიციის სათავეში იქნებიან, მანამდე რეგრესისკენ იქნება მიმართული მათი ყველა ქმედება“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს