ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 3

არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე: კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ეს პარტიები სხვადასხვა სახელისა და ნომრის მქონეები კი არიან, მაგრამ რეალურად არიან ერთი განაყარი, ერთსა და იმავე განზრახვით მოქმედებენ

არჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე: კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ეს პარტიები სხვადასხვა სახელისა და ნომრის მქონეები კი არიან, მაგრამ რეალურად არიან ერთი განაყარი, ერთსა და იმავე განზრახვით მოქმედებენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ეს პარტიები სხვადასხვა სახელისა და ნომრის მქონეები კი არიან, მაგრამ რეალურად არიან ერთი განაყარი, ერთსა და იმავე განზრახვით მოქმედებენ, - განუცხადა ბათუმში ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა სა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ეს პარტიები სხვადასხვა სახელისა და ნომრის მქონეები კი არიან, მაგრამ რეალურად არიან ერთი განაყარი, ერთსა და იმავე განზრახვით მოქმედებენ, - განუცხადა ბათუმში ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა სა…

კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ეს პარტიები სხვადასხვა სახელისა და ნომრის მქონეები კი არიან, მაგრამ რეალურად არიან ერთი განაყარი, ერთსა და იმავე განზრახვით მოქმედებენ, - განუცხადა ბათუმში ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ერთია მათ მიერ გაკეთებული განცხადებები და მეორეა რეალობა, მათ მიერ გადადგმული ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები.

„დღეს გაიხსნება სხდომა, სადაც შუამდგომლობასთან დაკავშირებით მიღებული იქნება გადაწყვეტილება, განჩინება გამოცხადდება სასამართლოს მხრიდან. შემდეგ, პროცედურის მიხედვით არის მომხსენებელი მოსამართლის მოკლე ინფორმაციის მიწოდება სარჩელთან დაკავშირებით. შემდეგ უკვე მოსარჩელის ახსნა-განმარტება იქნება წარდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმისთვის. ამდენი ხნის განმავლობაში რომ ითხოვდნენ, ვერ გავიგეთო და ძალიან კარგადაც რომ გაიგეს სარჩელში რომელ პარტიას რა არაკონსტიტუციური ქმედებები მიემართება, ეს იქნება დეტალურად განხილული. კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ეს პარტიები, სხვადასხვა სახელისა და ნომრის მქონეები კი არიან, მაგრამ რეალურად არიან ერთი განაყარი, ერთსა და იმავე განზრახვით მოქმედებენ. ყველა ის ქმედება, რომელსაც ჩვენ ვხედავდით 2021 წლიდან, მაგალითად, გახარიას პარტიის ჩამოყალიბების შემდეგ არადემოკრატიულ, არასახელმწიფოებრივ ქმედებებს, ესეც იქნება ხაზგასმული. ამავდროულად, რა თქმა უნდა, მათვე შეერაცხებათ ის ქმედებები, რასაც არ გაემიჯნნენ და პირდაპირ კოალიციაში შესვლით დაეთანხმნენ. ერთია, მათ მიერ გაკეთებული განცხადებები და მეორეა რეალობა, მათ მიერ გადადგმული ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები“, - აღნიშნა გორდულაძემ.

ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი ცენტრალური ნაწილის განხილვით გრძელდება. სხდომა დღეს 14:00 საათზეა ჩანიშნული.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს