ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 3

დავით მათიკაშვილი : მერამდენედ დააანონსეს ხალხის მდინარეები, რადიკალური და აგენტურული პარტიების აქციამ ისევ ფიასკო განიცადა, კვლავ ერთი მუჭა ადამიანები შეიკრიბნენ

დავით მათიკაშვილი : მერამდენედ დააანონსეს ხალხის მდინარეები, რადიკალური და აგენტურული პარტიების აქციამ ისევ ფიასკო განიცადა, კვლავ ერთი მუჭა ადამიანები შეიკრიბნენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მერამდენედ დააანონსეს ხალხის მდინარეები? – რადიკალური და აგენტურული პარტიების აქციამ ისევ ფიასკო განიცადა, კვლავ ერთი მუჭა ადამიანები შეიკრიბნენ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მერამდენედ დააანონსეს ხალხის მდინარეები? – რადიკალური და აგენტურული პარტიების აქციამ ისევ ფიასკო განიცადა, კვლავ ერთი მუჭა ადამიანები შეიკრიბნენ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავი…

მერამდენედ დააანონსეს ხალხის მდინარეები? – რადიკალური და აგენტურული პარტიების აქციამ ისევ ფიასკო განიცადა, კვლავ ერთი მუჭა ადამიანები შეიკრიბნენ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ ნახა, რეალურად, რა მხარდაჭერა გააჩნია რადიკალიზმს და აგენტურას.

„ტყუილი და თითიდან გამოწვეულია ის თეზა, რომ თითქოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავით ამომრჩევლის სოლიდურ რაოდენობას არჩევანის უფლება ერთმევა. ამ შემთხვევაში, მათი მხარდაჭერა ნულთან გათანაბრებულია. საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელი დამოკიდებულია არა ხალხის მხარდაჭერაზე, არამედ იმაზე, თუ რეალურად რა მიზნები გააჩნია ამა თუ იმ პარტიას. ამიტომ, ანტიკონსტიტუციური და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკური ძალები არ უნდა არსებობდნენ პოლიტიკურ ლანდშაფტში. სააკაშვილის სახით ისევ ბელადომანიას ვხედავთ, რომელიც სამწუხაროდ, დღესაც, ზოგიერთი ძალებისთვის „დემოკრატიის შუქურად“ არის მიჩნეული, სინამდვილეში კი, დემოკრატიის ნგრევით იყო დაკავებული. ეს პერსონა სხვა აგენტურულ ოპოზიციურ ძალებთან შეუთავსებელია და მათი კინკლაობის ფონზე კარგად ჩანს მათი რეალური ანტისახელმწიფოებრივი სახე, რაც კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტია ამ პარტიების ასაკრძალად“,- განაცხადა მათიკაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს