ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

ალექსანდრე რაქვიაშვილი: სერბეთამდე ჯერ კიდევ შორი გზა გვაქვს გასავლელი

ალექსანდრე რაქვიაშვილი: სერბეთამდე ჯერ კიდევ შორი გზა გვაქვს გასავლელი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სერბეთამდე ჯერ კიდევ შორი გზა გვაქვს გასავლელი, – ამის შესახებ „თავისუფალი ხალხის პარტიის“ (ყოფილი „გირჩი“) ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ბრაზილიაში…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სერბეთამდე ჯერ კიდევ შორი გზა გვაქვს გასავლელი, – ამის შესახებ „თავისუფალი ხალხის პარტიის“ (ყოფილი „გირჩი“) ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ბრაზილიაში…

სერბეთამდე ჯერ კიდევ შორი გზა გვაქვს გასავლელი, – ამის შესახებ „თავისუფალი ხალხის პარტიის“ (ყოფილი „გირჩი“) ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ბრაზილიაში კომუნისტი ლულას გამარჯვება.

„სერბეთზე ისე აღელდა ხალხი, გეგონება, ჩვენთან უნივერსიტეტები ისეთივე პოლიტიკურად აქტიურები არიან, როგორც იქ, და აი, ცოტაც და პროტესტის ავანგარდში აღმოჩნდებიან. პროტესტი კი არა, პოლიტიკური დებატების ჩატარების ეშინიათ ჩვენ უნივერსიტეტებს, ხოლო პროტესტების დროს არდადეგებს აცხადებდნენ. ასე რომ სერბეთამდე ჯერ კიდევ შორი გზა გვაქვს გასავლელი.

ხოლო, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ეს ბრაზილიაში კომუნისტი ლულას გამარჯვება. ეს არის თავისუფალი სამყაროსთვის ძალიან ცუდი შედეგი, რადგან ლულას ბრაზილია კომუნისტური იდეების ერთ-ერთი მთავარი გამავრცელებელია. ჩვენი მტერი კი, პირველ რიგში, ზუსტად რომ კომუნიზმი და სხვა სოციალისტური შხამია, რომელიც ადამიანის ტვინებს წამლავს. იყო შანსი, რომ ერთი ამორალური რეჟიმით ნაკლები იქნებოდა სამყაროში, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა“, – წერს სანდრო რაქვიაშვილი.




როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს