ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 13

პაპუაშვილი: სერბეთში იმ ძალამ გაიმარჯვა, რომელიც აქციებზე ხატებით გამოდიოდა, რომელიც ამბობს, რომ სერბეთის ინტერესებია პირველი და რომ კოსოვოს აღიარება არასდროს მოხდება. აქ რას ვხედავთ? - ეს ფსევდორელიგიური სექტა საქართველოს ეკლესიას თავს ესხმის, ეს სექტა ამბობს, რომ ცალ ფეხზე უნდა დავუდგეთ ბრიუსელს და ამბობენ, რომ აფხაზეთი და ცხინვალი ჩვენი ტრავმაა და უნდა მოვიცილოთ

პაპუაშვილი: სერბეთში იმ ძალამ გაიმარჯვა, რომელიც აქციებზე ხატებით გამოდიოდა, რომელიც ამბობს, რომ სერბეთის ინტერესებია პირველი და რომ კოსოვოს აღიარება არასდროს მოხდება. აქ რას ვხედავთ? - ეს ფსევდორელიგიური სექტა საქართველოს ეკლესიას თავს ესხმის, ეს სექტა ამბობს, რომ ცალ ფეხზე უნდა დავუდგეთ ბრიუსელს და ამბობენ, რომ აფხაზეთი და ცხინვალი ჩვენი ტრავმაა და უნდა მოვიცილოთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სერბეთში ხედავდით, რომ ეს ოპოზიციური ჯგუფი ხატებით გამოდიოდა აქციებზე. მათი პლატფორმაა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, მათი პლატფორმაა, რომ კოსოვო სერბეთის ნაწილია და მისი აღიარ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სერბეთში ხედავდით, რომ ეს ოპოზიციური ჯგუფი ხატებით გამოდიოდა აქციებზე. მათი პლატფორმაა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, მათი პლატფორმაა, რომ კოსოვო სერბეთის ნაწილია და მისი აღიარ…

სერბეთში ხედავდით, რომ ეს ოპოზიციური ჯგუფი ხატებით გამოდიოდა აქციებზე. მათი პლატფორმაა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, მათი პლატფორმაა, რომ კოსოვო სერბეთის ნაწილია და მისი აღიარება არასდროს მოხდება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში ოპოზიცია ანტიქართული წარმონაქმნია, რომლისთვისაც „ეროვნული ინტერესი მეჩვიდმეტეხარისხოვანია“.

„აქ რას ვხედავთ? - ვხედავთ, რომ ეს ფსევდორელიგიური სექტა საქართველოს ეკლესიას თავს ესხმის, ეს სექტა ამბობს, რომ ცალ ფეხზე უნდა დავუდგეთ ბრიუსელს და ამბობენ, რომ აფხაზეთი და ცხინვალი ჩვენი ტრავმაა და უნდა მოვიცილოთ. ასე რომ ესენი სერბეთშიც დამარცხდებოდნენ, რადგან არ აქვთ ეროვნული ღირებულებების გააზრება.

ჩვენთან ხომ სცადეს ჟურნალისტების, ენჯეოების, პარტიების რევოლუცია და არ გამოუვიდათ. ბოლოს ლამის უცხო ქვეყნის ელჩების და პოლიტიკოსების რევოლუცია სცადეს და არ გამოუვიდათ. რადიკალური ოპოზიცია ეროვნული შინაარსისგან არის დაცლილი, მათ ხელოვნურადაც არ შეუძლიათ თქვან, რომ ქრისტიანული ღირებულებები საქართველოს იდენტობის მთავარი საფუძველია. ხელოვნურადაც არ შეუძლიათ თქვან, რომ ევროკავშირის ინტერესებზე წინ საქართველოს ინტერესებია და არ შეუძლიათ თქვან, რომ საქართველოს ტერიტორიებზე კომპრომისი არ იქნება. ასე რომ, არ არსებობს არცერთი შესაძლოა ვარიანტი, როდესაც ამ ანტიქართულმა აგენტურულმა ძალამ შეიძლება რაიმე წარმატებას მიაღწიოს საქართველოში

ყველაზე ბოლოს, უნგრეთის მაგალითზე უნდა მიმხვდარიყო ეს ფსევდოლიბერალური სექტა, რომ საკითხი არა პროევროპულობას, პრორუსულობას ან პროამერიკულობას ეხება, არამედ, ვნახეთ რომ მადიარი არის პროუნგრული განწყობის, ეს არის მთავარი, რომ ის ისე მოქმედებს, როგორც უნგრეთის ეროვნული ინტერესებისთვის არის საჭირო. ხედავთ რომ საგარეო პოლიტიკური მიმართულებითაც დიდი არაფერი შეცვლილა. სერბეთშიც იმ ძალამ გაიმარჯვა, რომელიც აქციებზე ხატებით გამოდიოდა. სერბეთში ის ძალა, რომელმაც გაიმარჯვა, ამბობს, რომ სერბეთის ინტერესებია პირველი და ევროკავშირის წევრობაზე, რეფერენდუმია ჩასატარებელი. ეს ძალა ამბობს, რომ კოსოვო არის სერბეთის შემადგენელი ნაწილი და არასდროს აღიარებენ მის დამოუკიდებლობას, თორემ სერბეთშიც იყვნენ ისეთივე პოლიტიკური ძალები, რომლებიც ისე ფიქრობდნენ როგორც ნიკა გვარამია, რომ კოსოვო ტრავმაა, რომელიც უნდა მოიცილონ და წინ გაიხედონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს