ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

შალვა პაპუაშვილი: ეს კითხვა დაისმება საკონსტიტუციო სასამართლოში და კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა უპასუხოს, რატომ დაუჭირა მხარი რეზოლუციას 1633

შალვა პაპუაშვილი: ეს კითხვა დაისმება საკონსტიტუციო სასამართლოში და კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა უპასუხოს, რატომ დაუჭირა მხარი რეზოლუციას 1633
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ეს კითხვა დაისმება საკონსტიტუციო სასამართლოში და კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა უპასუხოს, რატომ დაუჭირა მხარი რეზოლუციას 1633, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. პა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ეს კითხვა დაისმება საკონსტიტუციო სასამართლოში და კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა უპასუხოს, რატომ დაუჭირა მხარი რეზოლუციას 1633, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. პა…

ეს კითხვა დაისმება საკონსტიტუციო სასამართლოში და კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა უპასუხოს, რატომ დაუჭირა მხარი რეზოლუციას 1633, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, ყველა სამართლებრივი დავა, მათ მიერ გაფუჭებული საქმეები, მტკიცებულებებით დაალაგეს საერთაშორისო სასამართლოში და ყველა მოიგეს.

„რაც შეეხება 2008 წლის ომს, სარჩელში წარმოდგენილია დოკუმენტი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 1633, რომელსაც ხელმომწერები ჰყავს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. მათ შორის, მაშინ ვითომ ოპოზიციის სახით იყო გიორგი თარგამაძე, რომელიც დღეს მედიის წარმომადგენელია. მათი ხელმოწერები და მხარდაჭერა აქვს. რეზოლუციაში წერია, რომ ახალი ფაზა კონფლიქტისა, ახალი საომარი ფაზა დაიწყო 7 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ეს კითხვა დაისმება საკონსტიტუციო სასამართლოში და კოლექტიურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა უპასუხოს, რატომ დაუჭირა მხარი რეზოლუციას 1633. მათ იმდენი რამე გამოაყენებინეს რუსეთის ფედერაციას.

ჩვენ ყველა სამართლებრივი დავა, მათ მიერ გაფუჭებული საქმეები, მტკიცებულებებით დავალაგეთ საერთაშორისო სასამართლოში და ყველა მოვიგეთ. რაც შეეხება რეზოლუციას, გაგვცენ პასუხი, მათ ეს მართლა ასე ჩაიდინეს 7 აგვისტოს, თუ მათ დაიბრალეს ამ რეზოლუციით. ან ერთი პასუხი თქვან, ან მეორე.

თქვენ წარმოიდგინეთ, ზელენსკიმ მხარი რომ დაუჭიროს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რომელიმე რეზოლუციას, სადაც ეწერება, რომ 2022 წლის 23 თებერვალს უკრაინის ჯარების მხრიდან ცეცხლის გახსნამ გამოიწვია ახალი ფაზა და 24 თებერვალს უპასუხა რუსეთის ფედერაციას. ამას რომ ზელენსკიმ ხელი მოაწეროს, რა იქნება ამაზე“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს