ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

მიხეილ სააკაშვილი – რა მშვიდობა გვაქვს, ეს არის ცეცხლწაკიდებული სახლი, რომლიდანაც გარბიან მისი მცხოვრებლები, ამ სახლს თავი უნდა დავაღწიოთ და მერე ჩვენ ვიცით, როგორ გავაკეთოთ

მიხეილ სააკაშვილი – რა მშვიდობა გვაქვს, ეს არის ცეცხლწაკიდებული სახლი, რომლიდანაც გარბიან მისი მცხოვრებლები, ამ სახლს თავი უნდა დავაღწიოთ და მერე ჩვენ ვიცით, როგორ გავაკეთოთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ეს საკონსტიტუციო სასამართლო რას იხილავს, რის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას, გაოგნებული ვარ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა. სააკაშვილის თქმით, პარტიები…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ეს საკონსტიტუციო სასამართლო რას იხილავს, რის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას, გაოგნებული ვარ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა. სააკაშვილის თქმით, პარტიები…

ეს საკონსტიტუციო სასამართლო რას იხილავს, რის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას, გაოგნებული ვარ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელში „ვარდების რევოლუცია“ უცხოეთის დავალებით განხორციელებულ უკანონო სახელმწიფო გადატრიალებად არის გამოცხადებული.

„რა უცხოეთის დავალებით, მაშინდელი ამერიკის ელჩი რიჩარდ მაილსი გვეხვეწებოდა, მიიღეთ გაყალბებული არჩევნების შედეგებიო და ძალიან გაბრაზებულია დღემდე, რომ არ დავუჯერე და შევარდნაძე გადავაყენეთ. დღემდე რაღაც საზიზღრობებს წერს ჩემზე. სრული დეგენერატი იყო ამერიკის მაშინდელი ელჩი. ის იყო მაშინ ამერიკის წარმომადგენელი, ის იყო პირველი მოწინააღმდეგე. „ვარდების რევოლუცია“ იყო მოვლენა, რომელმაც საქართველოს მოუტანა ნამდვილი განვითარება, საქართველო აქცია მსოფლიოს ნომერ პირველ რეფორმატორად. ჩვენ ვართ დიდი იდეების ქვეყანა. ჩვენ ვიყავით მსოფლიოს დემოკრატიის შუქურა, როგორც გამოაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

2007 წელს გვქონდა 13-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, მერე იყო 2008 წლის ომი, რომელიც გამოცხადებულია ჩვენ მიერ პროვოცირებულ დანაშაულად. თუ ესენი დარჩნენ, მგონი, გასაგებია, რაც მოხდება ქვეყანაში. ეს ქვეყანა მიდის სრულ გაპარტახებამდე. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ქვეყანას ცეცხლი უკიდია? ჩვენ აღარც საზღვრები გვაქვს, აღარც თავდაცვა. რა მშვიდობა გვაქვს, ეს არის ცეცხლწაკიდებული სახლი, რომლიდანაც გარბიან მისი მცხოვრებლები. ამ ხანძარწაკიდებულ სახლს თავი უნდა დავაღწიოთ ახალგაზრდული ენერგიით, შეუპოვრობით, და მერე ჩვენ ვიცით, როგორ გავაკეთოთ. შევქმნით ისეთ საქართველოს, სადაც ადამიანს ექნება ფული, უპრობლემოდ იყიდოს წამლები, პროდუქტები, ბავშვებს მოუაროს უპრობლემოდ, შეძლოს წელიწადში ერთხელ დასვენება, ტანსაცმლის ყიდვა, ორ წელიწადში ერთხელ მაინც უცხოეთში წასვლა და იცხოვროს ნორმალურად. ახალგაზრდებს უნდა მივცეთ კრედიტები, რათა თავიდანვე შეძლონ ბინის ყიდვა. ასეთ საქართველოს შევქმნით უპრობლემოდ, როგორც კი ესენი მოშორდებიან. „ქოცებო“, ეს გაზიზინებული, განვითარებული, წარმატებული ქვეყანა რად გადააქციეთ, თქვე უდღეურებო?! „ქოცებო“, არ ხართ ახლა ღირსი, ქართველმა ხალხმა მოგკიდოთ ხელი ქეჩოში და სახე ჩაგაყოფინოთ თქვენსავე მოსაქმებულში?! ახალგაზრდებო, არ არის საჭირო ახლის მოგონება – ორგანიზება, ერთიანობაა საჭირო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს