ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 5

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: საქართველოს მთავრობის პრინციპული და პრაგმატული სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, აქტიურად გრძელდება მიზანმიმართული ძალისხმევა აფხაზური ენის დაცვის, შემდგომი კვლევისა და სამეცნიერო შესწავლის მიზნით

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: საქართველოს მთავრობის პრინციპული და პრაგმატული სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, აქტიურად გრძელდება მიზანმიმართული ძალისხმევა აფხაზური ენის დაცვის, შემდგომი კვლევისა და სამეცნიერო შესწავლის მიზნით
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აფხაზური ენის დღეს ულოცავს სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით კი მათ, ვისთვისაც აფხაზური ენის, კულტურის, ტრადიციებისა და თვითმყოფა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აფხაზური ენის დღეს ულოცავს სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით კი მათ, ვისთვისაც აფხაზური ენის, კულტურის, ტრადიციებისა და თვითმყოფა…

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აფხაზური ენის დღეს ულოცავს სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით კი მათ, ვისთვისაც აფხაზური ენის, კულტურის, ტრადიციებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანეს ღირებულებას წარმოადგენს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„აფხაზური ენა საქართველოს მრავალსაუკუნოვანი და მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეული საგანძურია. მისი უნიკალურობა ქართულ-აფხაზური ისტორიული ერთიანობის და ჩვენი საერთო წარსულის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რომლის დაცვა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა საერთო პასუხისმგებლობა და საზრუნავია.

მიმდინარე ოკუპაციისა და რუსიფიკაციის პოლიტიკის შედეგად, აფხაზური ენა და კულტურული თვითმყოფადობა დღეს კვლავ სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რაც ქართული და აფხაზური საზოგადოების წევრებისთვის საერთო გამოწვევას წარმოადგენს. მის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რაც გამყარებულია როგორც აფხაზური ენის კონსტიტუციური სტატუსით, ისე შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკით.

სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობის პრინციპული და პრაგმატული სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, აქტიურად გრძელდება მიზანმიმართული ძალისხმევა აფხაზური ენის დაცვის, შემდგომი კვლევისა და სამეცნიერო შესწავლის მიზნით, ისევე როგორც ფართო პოპულარიზაციის ხელშეწყობა, რაც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად განიხილება აფხაზური საზოგადოების წევრებთან ისტორიულად დამკვიდრებული, ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე დამყარებული თანაცხოვრებისა და კულტურული კავშირების აღსადგენად ერთიან საქართველოში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს