ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

ლევან მახაშვილი: სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია

ლევან მახაშვილი: სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია. მათ უკვე მერამდენედ, ჯერ უნგრეთის და ახლა უკვე სერბეთის პოლიტიკური გაკვეთილები ისევ არასწორად წაი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია. მათ უკვე მერამდენედ, ჯერ უნგრეთის და ახლა უკვე სერბეთის პოლიტიკური გაკვეთილები ისევ არასწორად წაი…

სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია. მათ უკვე მერამდენედ, ჯერ უნგრეთის და ახლა უკვე სერბეთის პოლიტიკური გაკვეთილები ისევ არასწორად წაიკითხეს - და ისევ იმ პრიმიტიულ, გაცვეთილ და სახიფათო ილუზიად აქციეს, რასაც ეს არაკონსტიტუციური ძალები უკვე წლებია, ხალხს თავს ახვევენ, რომ: თითქოს ქუჩის ხმაური თავისთავად ცვლის ხელისუფლებას, თითქოს საბავშვო კაპრიზებივით გამოცხადებული ბოიკოტი პარლამენტს დაშლის და თითქოს ისტერიული პრესკონფერენციები თუ ფარატინა რეზოლუციები ოდესმე პოლიტიკურ გამარჯვებაში გადაიზრდება, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ცვლილებების ერთადერთი გზა არჩევნებია - საკუთარი ხალხის ნებისა და სამართლებრივი სისტემის პატივისცემა.

„არიან კი არაკონსტიტუციური ძალები ამისთვის მზად? განვლილი წლების გამოცდილება გვიჩვენებს, რეალურად რისთვის არიან ეს ძალები მზად - ეს არის: არჩევნების ბოიკოტი, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი, მართლმადიდებელი ეკლესიის შეურაცხყოფა, საკუთარი ხალხის წამება, საკუთარი ქვეყნის მიწების ოკუპანტისთვის ჩაბარება, წაგებულ არჩევნებში მარცხის არაღიარება და იმ ამომრჩევლის უპატივცემულობა, ვინც საკუთარი ხმა ანდო.

ამიტომ, სერბეთის მაგალითი სინამდვილეში არაკონსტიტუციური პარტიების დესტრუქციული ნარატივის წინააღმდეგ მუშაობს. როდესაც ხალხს სთავაზობენ არა ქვეყნის განვითარების გეგმას, არა ხალხის ინტერესებით ნაკარნახევ მომავალს, არამედ მუდმივ ქაოსს, დესტრუქციასა და უსასრულო ბოიკოტს, იქ მთავრდება მათი პოლიტიკური ფილოსოფია. როცა პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია არც ეროვნული პლატფორმა და არც ხალხის მხარდაჭერა, სხვისი სცენარების კოპირება ვერანაირ შედეგს ვერ მოუტანს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

ლევან მახაშვილის თქმით, ხალხის დაკვეთაა, რომ საქართველოში ევროპული მომავალი აშენდეს არა ყალბ ლოზუნგებზე დაყრდნობით, არამედ ეროვნული ღირებულებების დაცვით.

„ამისთვის კი საჭიროა არა მორიგი დესტრუქცია, არამედ: მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაც ამ არაკონსტიტუციურ პარტიებს არ აქვთ; ეროვნული ღირსება, რაც ამ არაკონსტიტუციურ პარტიებს ასევე არ აქვთ; მშვიდობიანი მომავლის ხედვა, რაც ამ არაკონსტიტუციურ პარტიებს ასევე არ აქვთ და ამიტომაც არიან იქ, სადაც არიან - საკონსტიტუციო სასამართლოსა და ხალხის სასამართლოს განსასჯელის სკამზე“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს