ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 5

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი ასამბლეაში საქართველოს არყოფნაზე: ეს არის დანაკარგი ჩემთვის და ევროპის საბჭოსთვის. ამიტომ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ საქართველოს ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად, სასარგებლო იქნება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი ასამბლეაში საქართველოს არყოფნაზე: ეს არის დანაკარგი ჩემთვის და ევროპის საბჭოსთვის. ამიტომ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ საქართველოს ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად, სასარგებლო იქნება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი თეოდორ ბოვენი ასამბლეაში საქართველოს დაბრუნების მნიშვნელობაზე საუბრობს. „ეს არის დანაკარგი ჩემთვის და ევროპის საბჭოსთვის. ამიტომ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ სა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი თეოდორ ბოვენი ასამბლეაში საქართველოს დაბრუნების მნიშვნელობაზე საუბრობს. „ეს არის დანაკარგი ჩემთვის და ევროპის საბჭოსთვის. ამიტომ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ სა…

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი თეოდორ ბოვენი ასამბლეაში საქართველოს დაბრუნების მნიშვნელობაზე საუბრობს.

„ეს არის დანაკარგი ჩემთვის და ევროპის საბჭოსთვის. ამიტომ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, გავაკეთოთ საქართველოს ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად, სასარგებლო იქნება. ისინი ესაუბრებიან ნიდერლანდების დელეგაციის სხვა მაღალჩინოსან კოლეგებს. ამიტომ ვიცი, რომ მათთან კონტაქტები არსებობს“, - განაცხადა თეოდორ ბოვენმა.

ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი საქართველოს მიმართ კრიტიკული რეზოლუციის მხარდასაჭერად სტრასბურგშია. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე დოკუმენტი ხვალ განიხილება.

ცნობისთვის, გასული წლის იანვარში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს დელეგაციას იმავე წლის აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნებოდა. დოკუმენტში მოცემული იყო გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებასაც საქართველოს ხელისუფლებას აპრილამდე სთხოვდნენენ, მათ შორის იყო „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების გამოცხადება“.

მოგვიანებით საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ქართველი დეპუტატები წყვეტენ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრად რჩება.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს