ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

გიორგი გვარაკიძის განცხადებით, 2025 წელს, წინა 5 წელთან შედარებით, ყველაზე მაღალი იყო კიბერდანაშაულის ფაქტებზე დევნის დაწყების მაჩვენებელი და მან 246 პირი შეადგინა

გიორგი გვარაკიძის განცხადებით, 2025 წელს, წინა 5 წელთან შედარებით, ყველაზე მაღალი იყო კიბერდანაშაულის ფაქტებზე დევნის დაწყების მაჩვენებელი და მან 246 პირი შეადგინა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • კიბერდანაშაულისთვის მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 3 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ფულადი თანხა და ვირტუალური აქტივი ჩამოერთვათ - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

კიბერდანაშაულისთვის მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 3 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ფულადი თანხა და ვირტუალური აქტივი ჩამოერთვათ - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგ…

კიბერდანაშაულისთვის მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 3 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ფულადი თანხა და ვირტუალური აქტივი ჩამოერთვათ - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას.

„სულ უფრო ხშირად კიბერდამნაშავეები ორგანიზებული დანაშაულის სტატუსით ოპერირებენ, დანაშაულებრივი კვალის დაფარვის შესაძლებლობები კი ყოველდღიურად იხვეწება. ამ გამოწვევის საპასუხოდ საქართველოს პროკურატურა წარმატებით თანამშრომლობდა ვირტუალური აქტივების სერვის პროვაიდერებთან, საერთაშორისო თანამშრომლობის უწყებათაშორის ქსელებთან, რათა გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა უფრო სწრაფი და შედეგიანი გახდეს“, - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ.

გიორგი გვარაკიძის განცხადებით, 2025 წელს, წინა 5 წელთან შედარებით, ყველაზე მაღალი იყო კიბერდანაშაულის ფაქტებზე დევნის დაწყების მაჩვენებელი და მან 246 პირი შეადგინა.

„2025 წელს განვაახლეთ „ვირტუალური აქტივების ამოღების პროცედურების შესახებ“ მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო და ვიყენებთ კრიპტოვალუტის მიდევნებისა და ანალიზის სპეციალურ პროგრამებს, რომელიც ეხმარება გამომძიებლებს სათანადო პროცედურების დაცვით ამოიღონ და აღმოაჩინონ ვირტუალური აქტივები“, - აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა პროკურატურის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს