ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილება, თანმხლებ კანონპროექტებთან ერთად და მხარი დაუჭირა მათ პლენ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილება, თანმხლებ კანონპროექტებთან ერთად და მხარი დაუჭირა მათ პლენ…

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილება, თანმხლებ კანონპროექტებთან ერთად და მხარი დაუჭირა მათ პლენარულ სხდომაზე გატანას.

კანონპროექტი სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ წარადგინა.

წარმოდგენილი პროექტით, ცვლილებები შედის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ორგანიზების, აუდიტორული უფლებამოსილებების განხორციელებისა და სამსახურის შიდა მმართველობის მარეგულირებელ ნორმებში. კერძოდ, ზუსტდება ფინანსური, შესაბამისობისა და ეფექტიანობის აუდიტის ცნებები, ასევე აუდიტის ობიექტის განმარტება.

კანონპროექტით შემოდის საჯარო ურთიერთობების მდივნის ინსტიტუტი, რომლის მიზანი სახელმწიფო ორგანოებსა და სხვა ორგანიზაციებთან კოორდინირებული კომუნიკაციის უზრუნველყოფაა. ფართოვდება გენერალური აუდიტორის ორგანიზაციული უფლებამოსილებები, მათ შორის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, სამსახურის გავლის წესის, შრომითი ურთიერთობებისა და შიდა სამართლებრივი აქტების განსაზღვრის მიმართულებით. ასევე, ახლებურად წესრიგდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის ფუნქციები და განისაზღვრება საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სტატუსი.

გარდა ამისა, პროექტით ზუსტდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილების ფარგლები, მათ შორის, იმ სუბიექტთა წრე, რომლებზეც აუდიტი ვრცელდება და სამსახურს უფლებამოსილება ენიჭება, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან შეთანხმებით, ელექტრონული მონაცემთა ბაზებით ისარგებლოს.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს