ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

ირაკლი ზარქუა – ევროსაბჭოს რეზოლუცია უსამართლობით არის გამსჭვალული და ჩვენთვის ინტერესის სფერო არ არის, ჩალას უფრო მეტი ღირებულება შეიძლება ჰქონდეს

ირაკლი ზარქუა – ევროსაბჭოს რეზოლუცია უსამართლობით არის გამსჭვალული და ჩვენთვის ინტერესის სფერო არ არის, ჩალას უფრო მეტი ღირებულება შეიძლება ჰქონდეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე იღებენ რეზოლუციას, რომელსაც ჩალის ფასიც კი არ აქვს. უსამართლობით არის გამსჭვალული და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მორიგი დაფინანსებული რეზოლუციაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე იღებენ რეზოლუციას, რომელსაც ჩალის ფასიც კი არ აქვს. უსამართლობით არის გამსჭვალული და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მორიგი დაფინანსებული რეზოლუციაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წ…

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე იღებენ რეზოლუციას, რომელსაც ჩალის ფასიც კი არ აქვს. უსამართლობით არის გამსჭვალული და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მორიგი დაფინანსებული რეზოლუციაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას კითხვა დაუსვეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში 24 ივნისს დაგეგმილ საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვასთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა განუწყვეტლივ გრძელდება“.

„დღეს ევროსაბჭოში იმართება ე.წ. მსჯელობები საქართველოზე. იცით, რომ ევროსაბჭოს მანდატი დავტოვეთ, რადგან იქ იყო ორმაგი სტანდარტი, გაუგებარი მოწოდებები, გარკვეული ლობისტების მიერ დაორგანიზებული შეხვედრები, ტექსტები, ჩვენი ქვეყნის გაშავება. ამიტომ დროებით პაუზა ავიღეთ. ამით, ეტყობა, მორიგ ჯერზე სარგებლობენ და იღებენ რეზოლუციას, რომელსაც ჩალის ფასიც კი არ აქვს. ჩალას უფრო მეტი ღირებულება შეიძლება ჰქონდეს. უსამართლობით არის გამსჭვალული და რაც მთავარია, ეს არის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მორიგი დაფინანსებული რეზოლუცია. ჩვენთვის ინტერესის სფერო არ არის. მეტსაც გეტყვით, ზოგადად, ევროსაბჭოს ეს ინსტიტუცია დიდი ავტორიტეტის მქონე არ არის, მათ შორის, ამ ევროპულ ინსტიტუციებში. იქ, სადაც არის უარგუმენტობა, ორმაგი სტანდარტი, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების შელახვა, ბუნებრივია, არაფერი გვესაქმება და არც გვაინტერესებს“, – განაცხადა ზარქუამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს