ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

პასკალ ლოტაზი: ნეიტრალიტეტი არ არის ჯადოსნური ჯოხი, რომელიც ყველა პრობლემას მყისიერად გადაჭრიდა, ეს არის ინსტრუმენტი სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის. ჩვენი მიზანია, საქართველო ნაცვლად იმისა, რომ ჩაებას ომში, გახდეს ხიდი კონფლიქტში მყოფ სახელმწიფოებს შორის

პასკალ ლოტაზი: ნეიტრალიტეტი არ არის ჯადოსნური ჯოხი, რომელიც ყველა პრობლემას მყისიერად გადაჭრიდა, ეს არის ინსტრუმენტი სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის. ჩვენი მიზანია, საქართველო ნაცვლად იმისა, რომ ჩაებას ომში, გახდეს ხიდი კონფლიქტში მყოფ სახელმწიფოებს შორის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • დღევანდელი ფორუმი არის შესაძლებლობა, რომ შეიქმნას ჩარჩო საგარეო პოლიტიკისთვის მშვიდობის დასაცავად, - განაცხადა Neutrality Studies-ს დამფუძნებელმა პასკალ ლოტაზმ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

დღევანდელი ფორუმი არის შესაძლებლობა, რომ შეიქმნას ჩარჩო საგარეო პოლიტიკისთვის მშვიდობის დასაცავად, - განაცხადა Neutrality Studies-ს დამფუძნებელმა პასკალ ლოტაზმ…

დღევანდელი ფორუმი არის შესაძლებლობა, რომ შეიქმნას ჩარჩო საგარეო პოლიტიკისთვის მშვიდობის დასაცავად, - განაცხადა Neutrality Studies-ს დამფუძნებელმა პასკალ ლოტაზმა თბილისის ნეიტრალიტეტის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

„ჩვენ უნდა განვსაზღვროთ საქართველოს გეოპოლიტიკური კონფიგურაცია და თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს საქართველოს კეთილდღეობისთვის. ნეიტრალიტეტი არ არის ჯადოსნური ჯოხი, რომელიც ყველა პრობლემას მყისიერად გადაჭრიდა, ეს არის ინსტრუმენტი სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის. ჩვენი მიზანია, საქართველო ნაცვლად იმისა, რომ ჩაებას ომში, გახდეს ხიდი კონფლიქტში მყოფ სახელმწიფოებს შორის. ჩვენ უნდა შევისწავლოთ არსებული კონფლიქტები და საქართველო გახდება უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტი მთელს რეგიონში”, - განაცხადა პასკალ ლოტაზმა.

თბილისში დღეს დღეს პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოსა“ და „ნეიტრალიტეტის კვლევების“ ორგანიზებით თბილისის ნეიტრალიტეტის ფორუმი გაიხსნა.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა ფორუმზე შეკრებილებს მიმართა და აღნიშნა: „ახალი მულტიპორალური წესრიგი, რომელიც ჩვენს თვალწინ ყალიბდება, საერთო ჯამში გვკარნახობს ყველაზე ოპტიმალურ გზას - ნეიტრალიტეტს! გვჯერა, რომ დღევანდელი ფორუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ამ იდეის რეალიზაციის მიმართულებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს