ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

გიორგი ვოლსკი ევროკომისიის ანგარიშზე: ყველა თემა, რომელიც ანგარიშშია მოცემული, საჭიროებდა წინასწარ განხილვას შესაბამის სახელისუფლებო სტრუქტურებთან, რაც არ ჩატარებულა

გიორგი ვოლსკი ევროკომისიის ანგარიშზე: ყველა თემა, რომელიც ანგარიშშია მოცემული, საჭიროებდა წინასწარ განხილვას შესაბამის სახელისუფლებო სტრუქტურებთან, რაც არ ჩატარებულა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ყველა თემა, რომელიც ანგარიშშია მოცემული, საჭიროებდა წინასწარ განხილვას შესაბამის სახელისუფლებო სტრუქტურებთან, რაც არ ჩატარებულა. წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ყველა თემა, რომელიც ანგარიშშია მოცემული, საჭიროებდა წინასწარ განხილვას შესაბამის სახელისუფლებო სტრუქტურებთან, რაც არ ჩატარებულა. წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნებ…

ყველა თემა, რომელიც ანგარიშშია მოცემული, საჭიროებდა წინასწარ განხილვას შესაბამის სახელისუფლებო სტრუქტურებთან, რაც არ ჩატარებულა. წინააღმდეგ შემთხვევაში გვექნებოდა საკმაოდ საინტერესო პოლემიკა, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

გიორგი ვოლსკი ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს გამოეხმაურა.

„ამ უშველებელი მოხსენების ყველა პასაჟი ძალიან პროფესიონალურად არის ჩამოყალიბებული, თითქოსდა რაღაც ტრაგიკული ხდება“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

ევროკომისიის მიერ მომზადებულ, 2026 წლის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

„შემაშფოთებელია, რომ ფაქტობრივი უზუსტობებით და მცდარი შეფასებებით ევროკომისიის ანგარიში ხელს უწყობს ანტიქართული ნარატივების გამყარებას, რაც თავის მხრივ ამცირებს საქართველოსთან ევროკავშირის კონსტრუქციული ჩართულობისა და დიალოგის სივრცეს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს საგარეო უწყება ასევე, აცხადებს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ გაფართოების ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით მეტწილად ტენდენციური შეფასებების გასაჟღერებლად და პოლიტიკური სპეკულაციების გასამტკიცებლად არის გამოყენებული, ქართული მხარე დეტალურად შეისწავლის ევროკომისიის ანგარიშს და დასაბუთებულ კომენტარებს წარუდგენს ევროკომისიას“.

ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ადამიანები „თვითნებურად დაკავებულებად“ არიან მოხსენიებული.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს