ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 10

არჩილ გორდულაძე: ნაცისტური პარტია, რომელსაც ადამიანების წინააღმდეგ არაერთი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, ზუსტად იგივე აქვს გაკეთებული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა პარტიას. მათ ამომრჩევლებსაც მოვუწოდებდით, კარგად დაფიქრდნენ და თავიანთი არჩევანი გააკეთონ იმ პარტიებზე, რომლებისთვისაც ამ ქვეყნის მომავალია მნიშვნელოვანი

არჩილ გორდულაძე: ნაცისტური პარტია, რომელსაც ადამიანების წინააღმდეგ არაერთი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, ზუსტად იგივე აქვს გაკეთებული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა პარტიას. მათ ამომრჩევლებსაც მოვუწოდებდით, კარგად დაფიქრდნენ და თავიანთი არჩევანი გააკეთონ იმ პარტიებზე, რომლებისთვისაც ამ ქვეყნის მომავალია მნიშვნელოვანი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში დასმული კითხვის შესახებ, „რას ეტყოდით ოპოზიციური პარტ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში დასმული კითხვის შესახებ, „რას ეტყოდით ოპოზიციური პარტ…

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში დასმული კითხვის შესახებ, „რას ეტყოდით ოპოზიციური პარტიების ამომრჩევლებს“ განაცხადა, რომ ეს კითხვა „არარელევანტურია“.

„ასეთი კითხვა შეიძლება დაესვათ, მაგალითად გერმანიაში 45 წლის შემდეგ, რომ აი, რას ეტყოდით, მაგალითად ნაცისტური პარტიის ამომრჩევლებსო. ჩემი აზრით, ეს კითხვა უბრალოდ არარელევანტურია. თუ ნაცისტური პარტია, რომელსაც ჰქონდა ადამიანების წინააღმდეგ არაერთი დანაშაული ჩადენილი ზუსტად იგივე აქვს გაკეთებული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა პარტიას, სხვადასხვა პირს 2004-2012 წლებში და დღესაც მიმდინარე პერიოდშიც ისინი პირდაპირ ებრძვიან კონსტიტუციას, ებრძვიან გადაწყვეტილებების მიმღებს, ქართველ ხალხს ამ ქვეყანაში და ჩვენ ყველა ამომრჩეველს. მათ შორის, მათ ამომრჩევლებსაც მოვუწოდებდით, რომ კარგად დაფიქრდნენ, თუ ვის უჭერენ მხარს, დაინახონ რეალურად, თუ რა ძალის ინტერესების გამტარებელი არიან ეს ე.წ. პარტიები და თავიანთი არჩევანი გააკეთონ იმ პარტიებზე, რომლებისთვისაც ამ ქვეყნის მომავალია მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა გორდულაძემ.

კითხვაზე, პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, როგორი შეიძლება იყოს სტრასბურგის სასამართლოს შეფასება, გორდულაძე აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სარჩელი სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს ემყარება.

„ჩვენს მიერ წარმოდგენილი სარჩელი ემყარება სტრასბურგის დამტკიცებულ სტანდარტებს, სრულად შესაბამისობაში არის ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციასთან და სტრასბურგის სტანდარტებთან. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ალბათობის მაღალი ხარისხით უნდა იქნეს გამარჯვებით დასრულებული დანარჩენი უკვე დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს