ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
სპორტი1 წთ საკითხავი👁 7

სპორტის მინისტრი ქალაქ კასპსა და ქალაქ გორში სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო

სპორტის მინისტრი ქალაქ კასპსა და ქალაქ გორში სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ქალაქებში - კასპსა და გორში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს. „მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ქალაქებში - კასპსა და გორში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს. „მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებ…

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ქალაქებში - კასპსა და გორში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

„მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ მწვრთნელებს, სპორტსმენებსა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

შალვა გოგოლაძემ სპორტსმენებისა და მწვრთნელებისგან მოისმინა მათი საჭიროების შესახებ. ინვენტარითა და სპორტული ეკიპირებით უზრუნველყოფის გარკვეული საკითხები დაუყოვნებლივ გადაიჭრა და უახლოესი დღეების განმავლობაში სპორტულ სკოლებსა და დარბაზებს საჭირო ინვენტარი და სპორტული ეკიპირება გადაეცემათ.

შეხვედრებზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტებში სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზებსა და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე.

სპორტის მინისტრთან ერთად ქალაქებში - კასპსა და გორში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა.“-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კალანდია ნიკოლოზ რაჭველზე: როცა ადამიანს, რომელსაც 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, სხვებს ასე იოლად ვერ უნდა აკრავდეს მოღალატის იარლიყსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს