ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

ვიქტორ ჯაფარიძე გენერალურ პროკურორს: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გენერალურ პროკურატურაში შეიქმნა სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტი და დღესაც ძალიან ბევრი, სააკაშვილის რეჟიმის დროს, გაუბედურებული და „გაკულაკებული" მოქალაქე ელოდება ამ დეპარტამენტის პასუხებს, რატომ ჭიანურდება ეს საქმეები?

ვიქტორ ჯაფარიძე გენერალურ პროკურორს: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გენერალურ პროკურატურაში შეიქმნა სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტი და დღესაც ძალიან ბევრი, სააკაშვილის რეჟიმის დროს, გაუბედურებული და „გაკულაკებული" მოქალაქე ელოდება ამ დეპარტამენტის პასუხებს, რატომ ჭიანურდება ეს საქმეები?
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონალურმა მდივანმა ვიქტორ ჯაფარიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, გენერალური პროკურორის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენისას გიორგი გვარაკიძეს კითხვებით მიმართა. დეპუტატმა გენერალურ პროკუ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონალურმა მდივანმა ვიქტორ ჯაფარიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, გენერალური პროკურორის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენისას გიორგი გვარაკიძეს კითხვებით მიმართა. დეპუტატმა გენერალურ პროკუ…

პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონალურმა მდივანმა ვიქტორ ჯაფარიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, გენერალური პროკურორის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენისას გიორგი გვარაკიძეს კითხვებით მიმართა.

დეპუტატმა გენერალურ პროკურორს სთხოვა დაჩქარდეს იმ საქმეების განხილვა, რომელიც წლებია სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტში დევს და დაზარალებულმა ადამიანებმა მიიღონ პასუხი, თუნდაც უარყოფითი.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გენერალურ პროკურატურაში შეიქმნა სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტი და დღესაც ძალიან ბევრი მაშინ [სააკაშვილის რეჟიმის დროს] გაუბედურებული და "გაკულაკებული" მოქალაქე ელოდება ამ დეპარტამენტის პასუხს. ძალიან კარგად მესმის, რომ რთულია - შეიძლება კეთილსინდისიერი შემძენიც იყოს კონკრეტულ ქონებებზე; ისიც ვიცი, რომ რთული პრობლემებია - მესმის, რომ ბევრ ადამიანს დაუბრუნდა ქონება და ა.შ. მაგრამ, არიან გარკვეული პიროვნებები, რომელებიც საქმეების გადახედვას ითხოვენ, ასეთ დროს უარიც პასუხია, რომ იმედი აღარ ჰქონდეთ ქონების დაბრუნების.

ვიცი, რომ ამ საკითხის განხილვა ამ ფორმატში არ არის შესაძლებელი, მაგრამ მაინც გეტყვით ერთ-ერთ ქეისზე. მოქალაქე ბონდო შალიკიანის საქმე მთელმა ქვეყანამ იცის, ყველამ იცის, რა გაუკეთეს, ბოლოს გაურკვეველ ვითარებაში იქნა მოკლული მინსკში. მისი ოჯახი კი მთლიანად გაკულაკებულია. ჩამორთმეული ქონება ოჯახმა ვერ დაიბრუნა.

აქ არიან პარლამენტის წევრები, რომლებიც სამართლიანობაზე საუბრობენ. მსურს შევახსენო ერთ-ერთ მათგანს, რომელიც ბონდო შალიკიანზე ამბობდა, თითქოს ის კანონიერი ქურდი იყო და ქონება ამიტომ არ უბრუნდებოდა. მსურს შევახსენო, რომ ის (ბონდო შალიკიანი) იყო პარლამენტის არჩეული წევრი, რომელიც დააპატიმრეს; საჯაროდ გახდა ცნობილი ინფორმაცია, როგორ ითხოვდნენ გუბერნატორი და პროკურორი ქონების გადაფორმებას. ეს ყველაფერი მაგალითის სახით მოგიყევით და გთხოვთ, როგორმე დააჩქაროთ ეს პროცესები -უარიც პასუხი იქნება,”- განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

ვიქტორ ჯაფარიძის საპასუხოდ გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ დეპარტამენტში დღესაც არის მიმართვიანობა და გარკვეულწილად გასაკვირია, როდესაც ახლა შემოდის ისეთი განცხადებები, რომლებიც შეიძლებოდა შემოსულიყო დეპარტამენტის შექმნის ეტაპზე. გენერალურმა პროკურორმა თავი შეიკავა კონკრეტულ საქმეებზე საუბრისგან და აღნიშნა, რომ მისთვის გასაგებია პროცესების დაჩქარების აუცილებლობა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს