ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

ნინო წილოსანი ევროკავშირის გაფართოებაზე: ის, რომ ვეტოს უფლება არ ჰქონდეს ახლად მიღებულ წევრს, ეს ნიშნავს, რომ უპირობოდ უნდა გაყვეს ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც არსებული და პრიორიტეტული წევრი სახელმწიფოები მიიღებენ

ნინო წილოსანი ევროკავშირის გაფართოებაზე: ის, რომ ვეტოს უფლება არ ჰქონდეს ახლად მიღებულ წევრს, ეს ნიშნავს, რომ უპირობოდ უნდა გაყვეს ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც არსებული და პრიორიტეტული წევრი სახელმწიფოები მიიღებენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ ევროკავშირის გაფართოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაფართოების პერსპექტივა რეალურად არ მიაჩნიათ. „ეს დისკუსიები გაფართოების შესახე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ ევროკავშირის გაფართოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაფართოების პერსპექტივა რეალურად არ მიაჩნიათ. „ეს დისკუსიები გაფართოების შესახე…

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ ევროკავშირის გაფართოებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაფართოების პერსპექტივა რეალურად არ მიაჩნიათ.

„ეს დისკუსიები გაფართოების შესახებ არ არის, რადგან ევროკავშირის გაფართოებას არავინ გეგმავს. თავად მარტა კოსიმ, მის ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროკავშირმა გაფართოების შესახებ ფიქრი დაიწყო მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო და ჩათვალეს, რომ გაფართოებაზე საუბრები იქნებოდა უკრაინელებისთვის გამამხნევებელი და წამახალისებელი. ბევრი საუბრობს ამ თემაზე, უფრო მეტად ფაქტს ასაჯაროებენ.

დღემდე ყველა ეტაპზე ვხედავთ მოცემულობას, რომ გაფართოებაზე საუბარი მათი მხრიდან რეალური არასდროს ყოფილა. საუბარიც რომ იყოს ევროკავშირის გაფართოებაზე, ვხედავთ რამდენად შეურაცხმყოფელი პირობებით შეიძლება იყოს ეს.

სრულებით არარაციონალურია, გახდე ევროკავშირის წევრი და გქონდეს ყველანაირი ვალდებულება, მაგრამ გქონდეს არანაირი უფლება. ზუსტად არანაირ უფლებას უკავშირდება ის, რომ ვეტოს უფლება შეიძლება ჩამოერთმევა ახალ წევრ სახელმწიფოებს და ის, რომ ვეტოს უფლება არ ჰქონდეს ახლად მიღებულ წევრს, ეს ნიშნავს, რომ უპირობოდ უნდა გაყვეს ყველა იმ გადაწყვეტილებას,რომელსაც არსებული და პრიორიტეტული წევრი სახელმწიფოები მიიღებენ“, - აღნიშნა ნინი წილოსანმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს