ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

გიგა ფარულავა გიორგი გვარაკიძეს: თქვენ ხართ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი გენერალური პროკურორი, რომელიც ყოფილ შს მინისტრსა და პრემიერს ასამართლებს ჩვენსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე ქართული საპოლიციო საგუშაგოს ჩადგმისთვის

გიგა ფარულავა გიორგი გვარაკიძეს: თქვენ ხართ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი გენერალური პროკურორი, რომელიც ყოფილ შს მინისტრსა და პრემიერს ასამართლებს ჩვენსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე ქართული საპოლიციო საგუშაგოს ჩადგმისთვის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ, გიგა ფარულავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გენერალურ პროკურორ, გიორგი გვარაკიძეს მიმართა და აღნიშნა, რომ ის არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირვე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ, გიგა ფარულავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გენერალურ პროკურორ, გიორგი გვარაკიძეს მიმართა და აღნიშნა, რომ ის არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირვე…

პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ, გიგა ფარულავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გენერალურ პროკურორ, გიორგი გვარაკიძეს მიმართა და აღნიშნა, რომ ის არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი გენერალური პროკურორი, რომელიც ყოფილ შს მინისტრსა და პრემიერს ასამართლებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ქართული საპოლიციო საგუშაგოს ჩადგმის გამო.

"დღეს, სამწუხაროდ, გვქონდა ზოგადი საუბრები. ასევე, ზოგადი პასუხები კონკრეტულ კითხვებზე. დღეს საქართველოს წინაშე დგას მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუციური კრიზისი. თქვენ ხართ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი გენერალური პროკურორი, რომელიც ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს ასამართლებს ჩვენსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე, ჩორჩანაში ქართული საპოლიციო საგუშაგოს ჩადგმისთვის.

პოლიტიკური შეკვეთით წაუყენეთ ბრალი გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე. დაგვისახლეთ ერთი კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ გიორგი გახარიამ ვინმეს ჯანმრთელობის დაზიანება დააორგანიზა," - აღნიშნა გიგა ფარულავამ.

ცნობისთვის, პარლამენტში გენერალური პროკურორის მოსმენა დასრულდა. გიორგი გვარაკიძემ დეპუტატებს უწყების საქმიანობის ვრცელი ანგარიში გააცნო. გენერალურმა პროკურორმა ისაუბრა სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, არსებული გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კორუფციასთან, ფულის გათეთრებასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას. ნარკოპოლიტიკას, ტერორიზმსა და პირადი ცხოვრების ხელყოფას. დარბაზში დაისვა კითხვები. გიორგი გვარაკიძის მოსმენა კი ფრაქციების შემაჯამებელი გამოსვლებით დასრულდა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს