ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 4

შალვა პაპუაშვილი: 21-ე საუკუნეში ევროპელებთან გვიწევს ახსნა, თუ რას ნიშნავს საერთაშორისო სამართალი, ვიდრე ეს ინსტიტუციები არ აღიარებენ ჩვენს სუვერენიტეტს, რთულია მათ საერთოდ რამეზე ვესაუბროთ

შალვა პაპუაშვილი: 21-ე საუკუნეში ევროპელებთან გვიწევს ახსნა, თუ რას ნიშნავს საერთაშორისო სამართალი, ვიდრე ეს ინსტიტუციები არ აღიარებენ ჩვენს სუვერენიტეტს, რთულია მათ საერთოდ რამეზე ვესაუბროთ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში გამოეხმაურა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დღეს გამართულ დებატებს, სადაც კენჭი უყარეს რეზოლუციას, რომელიც ეფუძნება ანგარიშს, "საქართველოში დემოკრა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში გამოეხმაურა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დღეს გამართულ დებატებს, სადაც კენჭი უყარეს რეზოლუციას, რომელიც ეფუძნება ანგარიშს, "საქართველოში დემოკრა…

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში გამოეხმაურა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დღეს გამართულ დებატებს, სადაც კენჭი უყარეს რეზოლუციას, რომელიც ეფუძნება ანგარიშს, "საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ."

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სანამ ევროკავშირის ინსტიტუციები არ აღიარებენ საქართველოს სუვერენიტეტს, რთულია მათთან რამეზე საუბარი.

"PACE-ს რუმინელმა დეპუტატმა ბულაიმ, სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, დღეს რეზოლუციაში ერთ-ერთი ცვლილება, რაც დააინიცირა იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. ამის აღიარება იყო მისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. ამ ადამიანს რაზე უნდა ველაპარაკოთ?! - ეს ადამიანი იყო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, რომელმაც აბსოლუტურად ფალსიფიცირებული, ყალბი დასკვნა დადო არჩევნებთან დაკავშირებით.

მათ შორის, ეს ჯგუფი იყო ჩართული, რომ ზეწოლა მოეხდინათ ეუთოს დელეგაციაზე და ამაზეც ჩვენ ვიცით ფაქტები. მათ შორის, ეუთოს დელეგაციიდან ვიცით ეს, რომ მათზე იყო ზეწოლა 2024 წელს რომ მათ შეეცვალათ საკუთარი დასკვნა. როდესაც იყო პრესკონფერენცია არჩევნების მეორე დღეს და მისიებმა ერთად ჩაატარეს პრესკონფერენცია და წარმოედგინათ საკუთარი შედეგები, მანამდე იყო ზეწოლა ეუთოზე. ეს გაბედეს ამ ადამიანებმა, ზეწოლას ახდენდნენ დელეგაციაზე, რათა შეეცვალათ დასკვნა.

ასე, რომ ასეთი ადამიანები ახლა რომ სხედან PACE-ში, ჩვენ მათთან სასაუბრო არც არაფერი არ გვაქვს. ამიტომაც არის, რომ საქართველოს დელეგაცია PACE-ში არ მონაწილეობს, ვიდრე ისინი არ აღიარებენ საქართველოს სუვერენიტეტს. 21-ე საუკუნეში ჩვენ ევროპელებთან გვიწევს ახსნა, თუ რას ნიშნავს საერთაშორისო სამართალი, აქ ხომ დამთავრებულია მათი იდეოლოგიურ-ღირებულებითი საფუძველი. ამიტომ, ვიდრე ეს ინსტიტუციები არ აღიარებენ ჩვენს სუვერენიტეტს, რთულია მათ საერთოდ რამეზე ვესაუბროთ," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს