ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 5

შალვა პაპუაშვილი: საქართველო ნამდვილად არ აპირებს საბჭოთა კავშირზე უარსეს პირობებზე სადმე შესვლას

შალვა პაპუაშვილი: საქართველო ნამდვილად არ აპირებს საბჭოთა კავშირზე უარსეს პირობებზე სადმე შესვლას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში გააკრიტიკა ევროკავშირის ახალი იდეა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის მომავალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდოთ. როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, საქართველო არ ა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში გააკრიტიკა ევროკავშირის ახალი იდეა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის მომავალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდოთ. როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, საქართველო არ ა…

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში გააკრიტიკა ევროკავშირის ახალი იდეა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის მომავალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდოთ.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, საქართველო არ აპირებს საბჭოთა კავშირზე უარსეს პირობებზე სადმე შესვლას. მისივე თქმით, საქართველოს მეორეხარისხოვან წევრად ყოფნაზე განაცხადი არ გაუკეთებია.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ შესაძლოა ეს იყო გარკვეული ტაქტიკა ბრიუსელის მხრიდან:

"საქართველო ნამდვილად არ აპირებს საბჭოთა კავშირზე უარსეს პირობებზე სადმე შესვლას. საბჭოთა კავშირში არ იყო საქართველო ამ პირობით, რომ მას ჰქონოდა რომელიმე სხვა რესპუბლიკაზე ნაკლები უფლება. ყველას ჰქონდა თანაბარი უფლებები, თუკი შეიძლება აქ უფლებებზე ვილაპარაკოთ. დღეს კი საუბრობენ იმაზე, რომ მიიღონ ქვეყანა თავის წევრად, ჯერ ყველა ფილტრი და ათასი წრე გაგატარონ, ყველა წევრმა სახელმწიფომ თანხმობა თქვას, რომ შენ იმსახურებ ყველანაირად იყო ამ კავშირის წევრი და ამ დამსახურებული წევრობის შემდეგ, გითხრან, შენ ხარ ახლა მეორეხარისხოვანი წევრი. ჩვენ ვართ უფროსები აქ, დიდი ძმები, შენ ხარ პატარა ძმა და ჩვენ რასაც გადავწყვეტთ, ისე უნდა იყოს.

გეუბნებიან, რომ შენი ხმა არ იქნება გათვალისწინებული საგარეო პოლიტიკაში. ანუ, ახალი წევრების გარეშე უნდა გადაწყვიტონ, ვისთან ომს დაიწყებენ, ვისთან სანქციას დააწესებენ. ასევე, უნდა გადაწყვიტონ ევროკავშირის ხელშეკრულებების საკითხი. ისე შეცვლიან ყველაფერს, რომ არაფერს გვკითხავენ. ბიუჯეტისა და ფინანსების საკითხი, უფლებების საკითხი, გამოიგონებენ, დაამატებენ ახალ უფლებებს ისე, რომ არც კი გვკითხავენ ჩვენ. ასეთ წევრობაზე ჩვენ, რა თქმა უნდა, განაცხადი არ გაგვიკეთებია და ეს არის პრობლემა.

ჩნდება კითხვა, ხომ არ არის ეს შემთხვევით ბრიუსელის ტაქტიკა გაფართოების პოლიტიკიდან გასვლაზე?! - ცდილობენ შემოიღონ რაღაც წესები. შუა თამაშში არათუ თამაშის წესებს ცვლიან, არამედ თამაშს ცვლიან, სხვა თამაშს გვათამაშებენ. ჩვენ ვიქნებით არა გუნდის თანაბარი წევრი, არამედ რაღაც 2-დონიანი გუნდი იქნება, სადაც იქნებიან უფროსი და უმცროსი წევრები. ისმის კითხვა, ხომ არ არის ეს გაფართოების პოლიტიკიდან გასვლის სტრატეგია, გამოგონება ახალი წესებისა, იმისთვის, რომ კანდიდატი ქვეყნებისთვის აღარ იყოს მომხიბვლელი ასეთ კავშირში წევრობა," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს