ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 5

შალვა პაპუაშვილი პრემიერის ინტერპელაციაზე- პარასკევს მოხდება შეჯამება მთავრობის საქმიანობის, სადაც კომპაქტურად, პარლამენტი და საზოგადოება მოისმენს, თუ სად ვიმყოფებით დღეს

შალვა პაპუაშვილი პრემიერის ინტერპელაციაზე- პარასკევს მოხდება შეჯამება მთავრობის საქმიანობის, სადაც კომპაქტურად, პარლამენტი და საზოგადოება მოისმენს, თუ სად ვიმყოფებით დღეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, პარასკევს, პრემიერ-მინისტრი პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს, სადაც საზოგადოება ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ დეტალურ ინფორმაციის მიიღებს. ასე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, პარასკევს, პრემიერ-მინისტრი პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს, სადაც საზოგადოება ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ დეტალურ ინფორმაციის მიიღებს. ასე…

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, პარასკევს, პრემიერ-მინისტრი პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს, სადაც საზოგადოება ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ დეტალურ ინფორმაციის მიიღებს.

ასევე, პაპუაშვილმა ანგარიშის მთავარი აქცენტებს გაუსვა ხაზი.

"მოხდება შეჯამება მთავრობის საქმიანობის, სადაც კომპაქტურად, პარლამენტი და საზოგადოება მოისმენს, თუ სად ვიმყოფებით დღეს ეკონომიკურად, ინფრასტრუქტურის განვითარებით, განათლების რეფორმის მიმდინარეობის მხრივ, საგარეო პოლიტიკური მიმართულებებით, უსაფრთხოების საკითხებით. ყველა ამ საკითხზე საუბრის იქნება შესაძლებლობა. მათ შორის, პარლამენტის წევრებს საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას ექნება შესაძლებლობა, რომ ამ პროცესში ჩაერთოს.

დარწმუნებული ვარ, რომ რადიკალური ოპოზიციური ფრთას, ვგულისხმობ ფრაქციას "საქართველოსთვის" კვლავ ექნებათ სურვილი გარკვეული პერფორმანსებისა და ერთ რამეს დააკვირდეს საზოგადოება, პარლამენტის ახალი რეგლამენტით, ინტერპელაცია არის მორგებული პარლამენტის საჭიროებებს და უკვე ორი სესიაა შესაძლებელია ყოველ თვეს პრემიერ-მინისტრი ინტერპელაციის წესით იქნეს მოწვეული პარლამენტში. საგაზაფხულო სესიაზე ერთხელ მოხდა ეს ინტერპელაცია და ისიც, "ქართული ოცნების" უმრავლესობის ინიციატივით და ფრაქცია "საქართველოსთვის" არც კი მოუთხოვია პრემიერ-მინისტრთან ინტერპელაცია. ესეც აჩვენებს, რომ მათ რეალურად, არც შეკითხვები აქვთ მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებით და არც სათქმელი არ აქვთ დისკუსიის ფარგლებში. ამიტომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იქნება, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოებამ მოისმინოს პრემიერის ანგარიში," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, 26 ივნისს, პარასკევს საგაზაფხულო სესია პრემიერ-მინისტრის ანგარიშით დაიხურება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს