ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

„დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“ - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო

„დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“ - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“ - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს მხარი ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5 წინააღმდეგი იყო, 4-მ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“ - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს მხარი ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5 წინააღმდეგი იყო, 4-მ…

„დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“ - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს მხარი ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5 წინააღმდეგი იყო, 4-მა კი თავი შეიკავა.

კენჭისყრას წინ უძღოდა დებატები, გამომსვლელებმა ისაუბრეს საქართველოში პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისზე და ოპოზიციის ლიდერებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

„არის საკითხი, რომელიც ჩემი აზრით, ყოველთვის უნდა ითქვას, როდესაც ევროპელი პოლიტიკოსი საქართველოზე საუბრობს. ელენე ხოშტარია და საქართველოს რეჟიმის ყველა სხვა პოლიტიკური პატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ. მათი გათავისუფლება უნდა იყოს წინაპირობა ნებისმიერი დიალოგის, თანამშრომლობისა და ნებისმიერი ევროპული ჩართულობისთვის საქართველოში“, - განაცხადა ესტონელმა დეპუტატმა ერიკ-ნილს კროსმა.

ისმოდა მოწოდებებიც ოპოზიციის მიმართ, პარლამენტის ბოიკოტირება შეწყვიტონ.

„მიუღებელია, რომ ციხეში ისხნენ პოლიტიკოსები, როდესაც ისინი არლამენტში და საჯარო დებატებში უნდა მომაწილეობდნენ. ამავდე დროს ზოგიერთი ოპოზიციური ძალა უფრო დაინტერესებულია ყველაფერში მთავრობის დადანაშაულებით, მაგრამ ავიწყდებათ, რომ მათი ადგილი ინსტიტუციებშია, რომლებშიც მათ შეუძლიათ და უნდა იმუშაონ, პარლამენტის ბოიკოტი აზრს მოკლებულია და არ ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს. ჩვენ გვსურს ზეწოლა პოლიტიკოსებზე ორივე მხრიდან, რომ იმოქმედონ იმაზე უკეთ, ვიდრე ახლა. ეს გულისხმობს ზეწოლას მთავრობაზე, რომ შეასრულონ კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები“, - განაცხადა ევროპის გაერთიანებული მემარცხენეების წარმომადგენელმა ლაურმა კასტელმა.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები შეშფოთებას იწვევს, ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპის საბჭოს შორის დიალოგის შესაძლებლობა უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი საქართველოში პოლიტიკური დიალოგის აღდგენის მხარდაჭერა უნდა იყოს“, - განაცხადა ევროპელი კონსერვატორების წარმომადგენელმა არმენ გევორგიანმა.

მწვავე იყო შეფასებებში ბრიტანეთის დელეგაციის წევრი პოლ რაშვორთი, რომელმაც საპარლამენტო ასამბლეაზე გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებული ქართული ტელეკომპანიების ჟურნალისტების ყოფნა გააპროტესტა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს