ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

თორნიკე ფაღავა: ალიანსმა ვერ გადალახა და გადაიტანა 26 მაისი - დღეის მდგომარეობით, მილევად რეჟიმში იმყოფებიან

თორნიკე ფაღავა: ალიანსმა ვერ გადალახა და გადაიტანა 26 მაისი - დღეის მდგომარეობით, მილევად რეჟიმში იმყოფებიან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • "ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა კრიზისი, სავარაუდოდ, უახლოეს ორ კვირაში, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებისთვის, კიდევ უფრო გამწვავდება. პარტიის სათავეში მოსვლის შემთხვევაში, ნანუკა ჟორჟოლიანმა ოპოზიციური კოალიციის დატოვება ღი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

"ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა კრიზისი, სავარაუდოდ, უახლოეს ორ კვირაში, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებისთვის, კიდევ უფრო გამწვავდება. პარტიის სათავეში მოსვლის შემთხვევაში, ნანუკა ჟორჟოლიანმა ოპოზიციური კოალიციის დატოვება ღი…

"ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა კრიზისი, სავარაუდოდ, უახლოეს ორ კვირაში, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებისთვის, კიდევ უფრო გამწვავდება. პარტიის სათავეში მოსვლის შემთხვევაში, ნანუკა ჟორჟოლიანმა ოპოზიციური კოალიციის დატოვება ღიად დააანონსა, რასაც პარტიაში არაერთგვაროვნად უყურებენ. "ნაციონალების" ნაწილი პრიორიტეტად პარტიაში მართვის სისტემის ცვლილებას ასახელებს.

მმართველ პარტიაში პროცესს ოპოზიციის თვითდაზიანებად აფასებენ. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, თორნიკე ფაღავას განცხადებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ", როგორც პარტიამ, საკუთარი თავი უკვე ამოწურა.

"ნაციონალურ მოძრაობას", როგორც პოლიტიკურ პარტიას, უკვე ყავლი გაუვიდა და ამოწურა საკუთარი თავი. კლასიკური გაგებით, როგორც პოლიტიკური პარტია აღარ არსებობს. ნულოვანია მათი მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მხრიდან.

რაც შეეხება პოლიტიკურ ალიანსს, როგორც ვიწინასწარმეტყველეთ, ალიანსმა ვერ გადალახა და გადაიტანა 26 მაისი. დღეის მდგომარეობით, ისინი მილევად რეჟიმში იმყოფებიან", - განაცხადა თორნიკე ფაღავამ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს