ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

თორნიკე ჭეიშვილი: ევროპარლამენტიდან წარმატებით გადაეცა მრუდი სარკეები უკვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას

თორნიკე ჭეიშვილი: ევროპარლამენტიდან წარმატებით გადაეცა მრუდი სარკეები უკვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროპარლამენტიდან წარმატებით გადაეცა მრუდი სარკეები უკვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, - ასე გამოეხმაურა თორნიკე ჭეიშვილი PACE-ში საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროპარლამენტიდან წარმატებით გადაეცა მრუდი სარკეები უკვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, - ასე გამოეხმაურა თორნიკე ჭეიშვილი PACE-ში საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარი…

ევროპარლამენტიდან წარმატებით გადაეცა მრუდი სარკეები უკვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, - ასე გამოეხმაურა თორნიკე ჭეიშვილი PACE-ში საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ კვლავ დღის წესრიგშია ის საკითხები, რომელთა გამოც საქართველოს დელეგაციამ ასამბლეაში მუშაობა შეაჩერა.

„ღიმილის მომგვრელია ის გარემოება, რომ ერთი მხრივ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გვეპატიჟებიან კვლავ და როგორც ცდილობენ, რომ საქართველოს დელეგაცია ამ ფორმატს დაუბრუნდეს და მეორე მხრივ, ის, რაც თავის დროზე საქართველოს დელეგაციის მხრიდან მუშაობის შეჩერების მთავარი საფუძველი და მიზეზი გახდა, კვლავ დღის წესრიგშია მათი მხრიდან დაყენებული. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ ცნობენ, არ აღიარებენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და პატივს არ სცემენ ელემენტარულ დემოკრატიულ პრინციპებს. გარკვეულწილად, კანონზომიერია მათი მხრიდან, რომ სამიზნეში ჰყავთ ამოღებული დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, იმისთვის რომ საქართველოში არ ისმოდეს სიმართლე კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით და მათ შორის არ გაშუქდეს ობიექტურად ის რეალობა, რასაც ახლა ადგილი აქვს თუნდაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში“, - აცხადებს ჭეიშვილი.

„დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“ - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია მიიღო.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს