ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 9

პაპუაშვილი: მისასალმებელია ქალბატონი ჟორჟოლიანის მიამიტური გულწრფელობა. აღმოაჩინა, რომ თურმე ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ. სინამდვილეში ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის

პაპუაშვილი: მისასალმებელია ქალბატონი ჟორჟოლიანის მიამიტური გულწრფელობა. აღმოაჩინა, რომ თურმე ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ. სინამდვილეში ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მისასალმებელია ქალბატონი ჟორჟოლიანის მიამიტური გულწრფელობა, რომლითაც ის თავის ახალ ამბიციებს აცხადებს პოლიტიკაში. მან განაცხადა, რომ ეს დღეები გამოიყენა იმისთვის, რომ ხალხთან, ოჯახებთან ურთიერთობა ჰქონოდა და აღმოაჩინა, რ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მისასალმებელია ქალბატონი ჟორჟოლიანის მიამიტური გულწრფელობა, რომლითაც ის თავის ახალ ამბიციებს აცხადებს პოლიტიკაში. მან განაცხადა, რომ ეს დღეები გამოიყენა იმისთვის, რომ ხალხთან, ოჯახებთან ურთიერთობა ჰქონოდა და აღმოაჩინა, რ…

მისასალმებელია ქალბატონი ჟორჟოლიანის მიამიტური გულწრფელობა, რომლითაც ის თავის ახალ ამბიციებს აცხადებს პოლიტიკაში. მან განაცხადა, რომ ეს დღეები გამოიყენა იმისთვის, რომ ხალხთან, ოჯახებთან ურთიერთობა ჰქონოდა და აღმოაჩინა, რომ თურმე ქართულ სუფრასთან, როდესაც ოჯახები, მეგობრები იკრიბებიან, პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ და შემდეგ მშვიდობას და საქართველოს, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებაზე საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს ასახავს უფსკრულს აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის.

„სინამდვილეში ამან გვაჩვენა და დასვა დიაგნოზი - რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის. ის კი არა, რომ არ იციან რა ეკონომიკური საზრუნავი, რა პოლიტიკური საზრუნავი, რა შიშები, რა ოცნებები აქვს ხალხს - არათუ ეს არ იციან, ელემენტარული საბაზისო საკითხები არ იციან და ახლა აღმოაჩინეს, რომ ქართულ სუფრაზე პირველ სადღეგრძელოდ უფლის სადიდებელი ითქმის. ასე რომ, მადლობა მას ამისთვის. მან ფაქტობრივად მთავარი სათქმელი უკვე თქვა ჩვენი საზოგადოებისთვის და საბოლოოდ დასვა ამ აგენტურული პოლიტიკური ჯგუფების დიაგნოზი.

რაც შეეხება მათ შემდეგ ნაბიჯებს, მთავარი პრობლემაა, რომ საქმე არ გვაქვს ქართულ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებიც საერთოდ ვინმეს წარმოადგენენ. ესენი არიან აგენტურული ჯგუფები, რომლებიც მოქმედებენ გარე დაკვეთით და ერთადერთი, რაზეც ერთმანეთთან კამათი მოსდის, ეს არის კამათი არა იმაზე თუ როგორ მოაწონონ თავი ქართველ ხალხს, არამედ ვინ და როგორ მოაწონებს თავს გარე ძალებს და ვინ იქნება მათი დაკვეთების უკეთესი შემსრულებელი და ვინ უფრო მეტ ნადავლს მიართმევს ლანგრით უცხო პოლიტიკურ ჯგუფებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაირაკლი კირცხალია - ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთსშემდეგი თემატური მასალა →ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: ერთია სწორად გაწერილი კანონმდებლობა და ორჯერ მეტად მნიშვნელოვანია ამის აღსრულება. ისეთი ბერკეტები უნდა შეიქმნას, რომ არ ჩავიდეს იატაკქვეშეთში და ჩვენი ქვეყანა არ გახდეს არალეგალური მოქმედებების ადგილი. ჩვენ ამის პრევენციას გავაკეთებთ და ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს